ნატალი პორტმანი ფილმს გადაიღებს

ნატალი პორტმანი ფილმს გადაიღებს

ჰოლივუდის მსახიობი ნატალი პორტმანი სრულმეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი ხდება. ვარსკვლავმა უკვე მოსინჯა ძალები რეჟისურაში. მსახიობმა პროექტისთვის New York, I Love You, მოკლემენტაჟიანი ფილმი "ევა" გადიღო.

ნატალის პირველი ნაბიჯი დიდ რეჟისურაში მხატვრული ფილმი A Tale Of Love And Darkness-ი იქნება. სიუჟეტი ცნობილი მწერლის, ამოს ოზის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს ეფუძნება.

იერუსალიმის კინოფონდის წარმომადგენლების თქმით, ნატალი პორტმანმა მომავალი ფილმისთვის სცენარი დაწერა, ის იქნება სურათის რეჟისორი და ფილმში მთავარი გმირის დედასაც განასახიერებს.

მსახიობი ისრაელს ოქტომბერში ეწვევა, სადაც ახალი ფილმისთვის მსახიობებს შეარჩევს. გადაღებები 2014 წელს დაიწყება.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება