ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრს კუთვნილი შენობის დაბრუნება უნდა

ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრს კუთვნილი შენობის დაბრუნება უნდა

ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის დასი ამ დრომდე შენობის გარეშეა დარჩენილი და რეპეტიციებს თეატრის დირექტორის სახლში გადის. თეატრის ექვსკაციანი დასი გრიშაშვილის #19 -ში მდებარე საკუთარი შენობის დაბრუნებას და მის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანას ითხოვს. "ჩვენ შენობა წაგვართვეს, სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ჩვენი სახელის გამოყენებაც კი სცადა. ის ფაქტი, რომ დიდი დასი არ გვყავს, არაფერს ნიშნავს, ხარისხს პროფესიონალიზმი განსაზღვრავს და არა რაოდენობა. სხვებს 25 კაცი გამოჰყავთ სცენაზე და მაინც ვერაფერს აჩვენებენ" - განაცხადა ახალგაზრდული თეატრის დამფუძნებელმა ზურაბ ფხაკაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თეატრისთვის ჩამორთმეული შენობა "ლიბერთი ბანკს" გადაეცა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ბანკმა შენობა არ გამოიყენა და ამჟამად ქალაქის ბალანსზე დაბრუნდა.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა