საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთში ასლან აბაშიძეს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძე.
23 ივლისს უწმინდესი რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე მღვდელმთავარი, მაღალი რანგის სასულიერო პირები, ასევე საერო პირებიც არიან.
"ჩვენ მივემგზავრებით მოსკოვში, კიევსა და მინსკში. რუსეთის ეკლესია აღნიშნავს გაქრისტიანების 1025 წელს. ჩვენ შეხვედრები გვექნება რუსეთის პატრიარქ კირილთან და სხვა მღვდელმთავრებთან, ასევე შეხვედრა გვექნება პრეზიდენტებთან, იმედია, რომ კარგი შედეგებით დავბრუნდებით", - განაცხადა აეროპორტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
გუშინ ილია II კრემლში რუსეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო. ვლადიმერ პუტინმა კრემლში სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურები და წარმომადგენლები მიიღო.