ყველაზე მოდური ვარსკვლავები 30 წლამდე

ყველაზე მოდური ვარსკვლავები 30 წლამდე

ჟურნალმა Vanity Fair-მა 30 წლამდე ასაკის ყველაზე მოდური ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში ის ვარსკვლავები მოხვდნენ, რომლებიც რედაქციის აზრით, მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე ჩამოყალიბდნენ "მოდის ხატებად".

მოდურ ვარსკვლავთა ტოპ-ათეულში პირველი ადგილი კერი მალიგანმა დაიკავა. როგორც ჟურნალი წერს, ეს ბრიტანელი მსახიობი "მსუბუქი ელეგანტურობით" ყველასგან გამოირჩევა. ის კლასიკური სტილისა და "თავშეკავებული" სიგრძის კაბების მოყვარულია.

მეორე ადგილი "ყველაზე ლამაზი ფეხების მქონე ვარსკვლავის" ტიტულის მფლობელმა, ბლეიკ ლაივლიმ დაიკავა. მისი ჩაცმის სექსუალური სტილი ქალებსა და მამაკაცებს ერთნაირად მოსწონთ.

რა თქმა უნდა, მსგავსი რეიტინგი არ იქნებოდა ობიექტური ბრიტანელი მსახიობის, ემა უოთსონის გარეშე, რომელიც სიაში საპატიო მესამე ადგილს იკავებს. მან დიდი ხანია მოდის სამყაროში "ნამდვილი ლედის" სახელი დაიმკვიდრა.

Vanity Fair-ის ტოპ-10 კი ასე გამოიყურება:

1. კერი მალიგალი

2. ბლეიკ ლაივლი

3. ემა უოთსონი

4. ჯენიფერ ლოურენსი

5. ელისონ უილიამსი

6. კამილა ბელი

7. ოლივია უაილდი

8. კოდუ ჰორნი

9. ფრიდა პინტო

10. ელიზაბეტ ოლსენი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია .spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება