ეკა ხოფერია "იმედზე" ბრუნდება

ეკა ხოფერია "იმედზე" ბრუნდება

ტელეწამყვანი ეკა ხოფერია "იმედზე" ახალ გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ხოფერია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"მაინც გაიგებთ ორშაბათიდან :) ვბრუნდები დიდ ავიაციაში :)) ახალი სეზონიდან "იმედზე" გადაცემას ვიწყებ!!!", - წერს ტელეწამყვანი.

ეკა ხოფერიას ბოლო გადაცემა "აუდიტორია", რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადიოდა, 2012 წლის მაისში დაუხურეს.

"გადაცემა "აუდიტორია" დამიხურეს. დღეს, ჯერ კიდევ შუადღისას მთხოვეს, გადაცემა რაც შეიძლება მალე გასულიყო ეთერში. მე მხოლოდ ორი თხოვნა მქონდა: ეს ყოფილიყო ღია ეთერი და სრული თავისუფლება თემების შერჩევისას. ცხადია, "აუდიტორია" შეინარჩუნებდა მის ფორმატს - საზოგადოებრივ-სოციალურ თოქ -შოუს და არ იქნებოდა პოლიტიკური. ამ საუბრიდან ზუსტად 3 საათში ჭანტურია შემხვდა და მითხრა, რომ ის "აუდიტორიას" აჩერებს და რომ მას არ უნდა მიტინგები ტელევიზიის კიბეებთან", - წერდა ხოფერია "ფეისბუქში".

იხილეთ ასევე: ეკა ხოფერიას ფერის-ცვალებანი ჟურნალისტიკაში

"იმედის" ეთერში 7 ნოემბერს თოქ-შოუ - "ღია ეთერი" გავა

ეკა ხოფერიასა და ვახო სანაიას გადაცემები დაუხურეს

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები