ბრიჯიტ ჯონსი დედა ხდება

ბრიჯიტ ჯონსი დედა ხდება

ინგლისური ბესთსელერის, "ბრიჯიტ ჯონსის დღიურის" ავტორი, ჰელენ ფილდინგი სოციალურ ქსელში ახალი რომანის გრეკანს აქვეყნებს. "ბრიჯიტ ჯონსი - ბიჭუნაზე გაგიჟებული" - ეს ახალი რომანის სათაურია, რომელიც ოქტომბრისთვის წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება.

რომანის სიუჟეტის შესახებ დეტალები არ ხმაურდება, თუმცა დასავლურ პრესაში უკვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ბრიჯიტ ჯონსი დედა ხდება.

მწერალი აცხადებს, რომ რომანის მოქმედება თანამედროვე ლონდონში ვითარდება, პერსონაჟები კი იგივე დარჩებიან.

"როგორც ჩემი ცხოვრება გრძელდება, ასევე აგრძელებს ცხოვრებას ბრიჯიტ ჯონსი. თუ მკითხველი მის ახალ თავგადასავალზე ისევე იხალისებს, როგორც მე ვიხალისე მისი დაწერისას, ძალიან ბედნიერი ვიქნები" - აცხადებს ფილინი.

დაინტერესედება თუ არა ახლი რომანის ეკრანიზაციით ჰოლივუდი, ჯერ უცნობია. ამასთან დაკავშირებით უცხოურ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ქვეყნდება.

ჰელენ ფილდინგმა "ბრიჯიტ ჯონსის დღიური" პირველად 1998 წელს გამოქვეყნა. ერთი წლის შემდეგ გამოვიდა მეორე ნაწილი "ბრიჯიტ ჯონსი - გონიერების ზღვარზე". ორივე წიგნი 40-ზე მეტ ქვეყანაში 15 მლნ ეგზემპლიარად გაიყიდა.

ბესტსელერების საფუძველზე ჰოლივუდში იგივე სახელწოდებებით ორი ფილმი გადაიღეს, სადაც მთავარ როლებს რენე ზელვეგერი, ჰიუ გრანტი და კოლინ ფერტი ასრულებენ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს