ბარ რაფაელს მატყუარა გარეგნობა აქვს

ბარ რაფაელს მატყუარა გარეგნობა აქვს

ებრაელი ტოპ-მოდელი ბარ რაფაელი ძირითადად ფოტოსესიებში მონაწილეობს და თითქმის იშვიათად გამოდის პოდიუმზე.

როგორც ფოტოგრაფები ამბობენ, ვარსკვლავს მატყუარა გარეგნობა აქვს და ის მხოლოდ ფოტოსესიებსა და წითელ ხალიჩაზე, მკვეთრ მაკიაჟსა, და სპეციალურად მისთვის შერჩეულ სამოსში ბრწყინავს.

პაპარაცებმა ტოპ-მოდელს ფოტოები ნიუ-იორკში გადაუღეს. მათი თქმით, დაბალძირიან ფეხსაცმელში, ჯინსსა და უბრალო მაისურში მოდელი ძალიან უღიმღამოდ გამოიყურებოდა. ტოპ-მოდელს პრობლემები აქვს ბიზნესშიც. მისი საცვლების კომპანია დიდი პოპულარობით აღარ სარგებლობს. რამდენიმე თვის წინ რაფაელი ბარსელონაში, მოდის კვირეულზე გამოჩნდა. მაშინ რაფაელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს - მოდის კვირეულის სტუმრები ამბობდნენ, რომ რაფაელი პოდიუმზე სხვა მოდელებთან შედარებით ზედმეტად ტლანქი იყო.

მოდელი ლეონარდო დიკაპრიოს საყვარელი იყო და მხოლოდ ტელეწამყვანობაში 270 000 დოლარს უხდიან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება