ჯენიფერ ენისტონი: "თავს უკვე დაქორწინებულად ვგრძნობთ"

ჯენიფერ ენისტონი: "თავს უკვე დაქორწინებულად ვგრძნობთ"

ჯენიფერ ენისტონმა ჯასტინ ტერუსთან საქორწინო გეგმების შესახებ კომენტარი პირველად გააკეთა. როგორც ცნობილია, ქორწილის გადადების შესახებ არაერთი ჭორი გავრცელდა.

"ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ საუკეთესო დროს ვიქორწინოთ. არ ვჩქარობთ. თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს უკვე დაქორწინებულები ვიყოთ", - განაცხადა ვარსკვლავმა.

ჯენიფერმა ქორწილის გადატანის თაობაზე გავრცელებული ჭორი უარყო.

"ჯერ თარიღი საერთოდ არ დაგვითქვამს. არ გაუქმებულა ქორწილი. არც გადაგვიტანია. არც იმის შესახებ ყოფილა დავა, თუ სად უნდა მოვაწყოთ. ერთხელ და სამუდამოდ მინდა, რომ ამას ნათელი მოვფინო", - აღნიშნა ჯენიფერ ენისტონმა.

მომზადებულია US Weekly-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება