გიორგი თარგამაძე - "ტელევიზიას მე ვერ დავხურავდი"

გიორგი თარგამაძე - "ტელევიზიას მე ვერ დავხურავდი"

"პალიტრა TV"-ს ეთერში გადაცემა "ემას შოუ" Hard Talk-შოუს ფორმატისაა. გადაცემის სტუმრები ქართული პოლიტიკის მთავარი ფიგურები და კვირის ყველაზე აქტუალური პერსონები არიან.

"ემას შოუს" წამყვანი, "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილია. "ემას შოუ" "პალიტრა TV"-ს ეთერში ყოველ შაბათს, 19:30-ზე გადის.

ყოფილი ჟურნალისტი, ყოფილი პარლამენტის წევრი და მოქმედი პრეზიდენტობის კანდიდატი, "ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერი, გიორგი თარგამაძე გასულ კვირას "ემას შოუს" სტუმარი იყო.

- წინასწარი გამოკითხვებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 4-5% გიჭერთ მხარს და როგორც ვიცი, ამ შედეგით უკმაყოფილო სულაც არა ხართ...

- უპირატესობა, რომელიც მაქვს, მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეთა იმ ნაწილის, რომელიც ჯერ ჩამოუყალიბებელია და საკმაოდ დიდი სეგმენტია საერთო ამომრჩევლებისა, განწყობა ჩემი კანდიდატურის მიმართ საკმაოდ პოზიტიურია.

- ამ თქვენს წინასაარჩევნო კვლევასა და ანალიზში, რომელიც იმედს გაძლევთ, როგორ ეწერება თქვენი დამარცხება საპარლამენტო არჩევნებში?

- ეს ნამდვილად არ იყო საუკეთესო შედეგი, რომელიც ამ ოთხი წლის განმავლობაში მივიღეთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა დინამიკით ვითარდებოდა ჩვენი პარტია და რა შედეგებს ვაღწევდით, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ უნდა გაგვეძლიერებინა ჩვენი პოზიციები. ეს ყველაფერი ხდებოდა მანამ, სანამ მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა. ივანიშვილის განაცხადმა სექტემბერში ბევრი რამ დააყენა თავდაყირა.

- დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი უფასო - ამ დაპირებებით მოდიოდით პარლამენტში. არ გეჩვენებათ ამ გადასახედიდან, რომ ასეთი დაპირებები პოპულიზმი და უტოპია იყო?

- არათუ არ მეჩვენება, პირიქით, ვრწმუნდები, რომ ყველა ეს მოთხოვნა ქართველი საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა. რაც შეეხება პოპულიზმს, ის, რომ საქართველოში ელექტროენერგიისა და არა მხოლოდ დენის ტარიფის მნიშვნელოვნად შემცირება არის და იყო შესაძლებელი, ამაზე მკაფიოდ მეტყველებდა არა მხოლოდ "ქრისტიან-დემოკრატების" ეკონომიკურ-სატარიფო პროგრამა, არამედ "ქართული ოცნების" დაპირებებიც. დღევანდელი პრემიერ-მინისტრი და მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი, ბატონი ივანიშვილი, "თელასის" შეძენის სურვილზე ლაპარაკობდა. ბოლო 9 თვის განმავლობაში გაგიგიათ ამ თემაზე საუბარი? წინასაარჩევნოდ მის მიერ წამოწეული ეს თემა თურმე არ იყო პოპულიზმი და ჩვენ როცა კონკრეტულ სქემას ვდებდით, ეს პოპულიზმია?

- ნაწყენი ხართ ივანიშვილზე იმის გამო, რომ არ შეგხვდათ არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს?

- გაუგებარია, როცა ქვეყნის პირველი პირი, რომელსაც დემოკრატიული სისტემის მშენებლობაზე აქვს პრეტენზია, 9 თვის განმავლობაში ვერ ნახულობდეს დროს, რომ მოისმინოს პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხედულებები, საზოგადოდ, ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა