ანჯელინა ჯოლი ყველაზე შემოსავლიანი ქალი მსახიობია

ანჯელინა ჯოლი ყველაზე შემოსავლიანი ქალი მსახიობია

ჟურნალმა Forbes-მა ჰოლივუდის ქალი მსახიობების შემოსავალი შეაჯამა და წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების რეიტინგი წარმოადგინა. სიას მსახიობი ანჯელინა ჯოლი ლიდერობს.

მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა 2011 წლის შემდეგ (ფილმი "ტურისტი") გადასაღებ მოედანზე არ გასულა, ის იმდენად ”ღირებულია”, რომ ყველა სხვა კოლეგა ადვილად დაჯაბნა. 2012 წლის ივნისიდან 2013 წლის ივნისამდე 33 მილიონი დოლარი დააგროვა. მარტო იმისთვის, რომ ფრანგული მოდის სახლ Louis Vitton-ის სახეა, 10 მილიონ  დოლარს იღებს.

მეორე ადგილზე ჯენიფერ ლოურენსია; მისი შემოსავალი წელიწადში 26 მილიონი დოლარია. მესამე ადგილი კრისტენ სტიუარტს ერგო. ახალგაზრდა ვარსკვლავი 22 მილიონ დოლარს ფლობს. მეოთხე ადგილზე ჯენიფერ ენისტონია. მსახიობის ბიუჯეტი 20 მილიონი დოლარია. ტოპ-ხუთეულს ემა სტოუნი აგვირგვინებს. ემამ 16 მილიონი დოლარი დააგროვა.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება