დათო გოგიჩაიშვილმა მიშა ანდღულაძეს ცოლისდა წაართვა

დათო გოგიჩაიშვილმა მიშა ანდღულაძეს ცოლისდა წაართვა

ია უძილაური წლების წინ ნიკა გრიგოლიას მეუღლე გახლდათ. დაშორების შემდეგ ია პროფესიონალურ ვარჯიშს შეუდგა და მალე პირველი ქართველი ფიტნესმოდელი გახდა. ია ბოდიბილდინგით არის დაინტერესებული და ცოტა ხნის წინ შეჯიბრებაზეც გამოვიდა, თუმცა კონკურენტი არ ჰყავს და მხოლოდ საჩვენებელი გამოსვლით დაკმაყოფილდა. რამდენიმე თვის წინ მისი პერსონაჟი "კომედი შოუს" სერიალ "ვნებების ჭუჭრუტანაში" გამოჩნდა. მისი გმირი მალე აიტაცა საზოგადოებამ და ია შემდეგ სერიებშიც ვიხილეთ. პანჩიტას როლი მისთვის პირველი არ ყოფილა და როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ამაზე სიძემ, მიშა ანდღულაძემ დაითანხმა.

რამდენიმე კვირის წინ გავიგეთ, რომ ია კონკურენტ არხზე დავით გოგიჩაიშვილის გუნდმა სერიალ "შუა ქალაქში" მიიწვია და ამ ინფორმაციის გადამოწმებაც ვცადეთ, თუმცა მაშინ იამ გვითხრა, რომ ჯერ მხოლოდ მოლაპარაკების დონეზე იყო საქმე და სერიალში არ გადაუღიათ, თუმცა დაგვპირდა, რომ როცა ეს მოხდებოდა, პირველად "რეიტინგს" მისცემდა კომენტარს.

- ია, ვინ მიგიწვია "შუა ქალაქში"?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ვისი იდეა იყო, ჯერ ერთ სერიაში გადამიღეს. ჩემი დატვირთული გრაფიკის გამო ამ სერიალის ხშირი მაყურებელი არ გახლავართ, თუმცა რამდენიმე სერია მქონდა ნანახი.

- კასტინგი გაიარე თუ როლზე მაშინვე დაგამტკიცეს?

- კასტინგი არ გამივლია. როლზე სპორტული გოგონა სჭირდებოდათ, ალბათ მე ამიტომაც დამიკავშირდნენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ბრანჯელინას" სკანდალური სასამართლოს დეტალები და გადაწყვეტილება, რომელმაც ჯოლი გააბრაზა: "არ დავუშვებ, ჩემს შვილებს ზიანი მიადგეთ"

"ბავშვი რომ ჩამახუტეს,  ვერ აღვწერ, ჩემს თავს რა ხდებოდა" - ანდრია გველესიანს და მაიკო ვაწაძეს შვილი შეეძინათ

ირინა შეიკი ქანიე უესთს ხვდება? - შესაძლოა, მალე ფანებმა ახალი ვარსკვლავური წყვილი იხილონ