ქსნის N15 დაწესესებულების პატიმრები დახმარებას ითხოვენ

ქსნის N15 დაწესესებულების პატიმრები დახმარებას ითხოვენ

ქსნის N15 დაწესესებულების პატიმრები "გურია ნიუსს" დახმარებას სთხოვენ. ვრცელ წერილში, ისინი პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის საქმიანობის შესწავლას და მათი საქმეების გადახედვას მოითხოვენ. პატიმართა თქმით, პირველ ეტაპზე პროტესტის ნიშნად შიმშილობას 50 მსჯავრდებული დაიწყებს, რამდენიმე დღეში კი, როგორც ისინი ვარაუდობენ, აქციას ასობით მსჯავრდებული შეუერთდება.

"ჩვენ უკანონოს არაფერს ვითხოვთ. პირველ რიგში, გვსურს, რეალურად ამოქმედდეს ამნისტიის შესახებ კანონის 25-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ყველას აქვს უფლება ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. ამასთან, პირობით ვადამდე გათავისუფლების საქმეს სასჯელაღსრულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭო იხილავს, რომელსაც ზურაბ ჯიბღაშვილი ხელმძღვანელობს. ჯიბღაშვილი ყველა კანონს უგულებელყოფს და პირდაპირ აცხადებს უარს პატიმრების ვადამდე გათავისუფლებაზე. გათავისუფლებას საშუალოდ 400-600 პატიმარი ითხოვს, აქედან 30-40 კაცი კმაყოფილდება, დანარჩენებს კი უარით ისტუმრებენ" - ნათქვამია წერილში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა