პრეზიდენტმა თენგიზ გუნავა შეიწყალა

პრეზიდენტმა თენგიზ გუნავა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელოს გუბერნატორი თენგიზ გუნავა შეიწყალა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. განკარგულების მიხედვით, გუნავას ნასამართლეობაც ეხსნება.

"საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო" ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყალებულ იქნეს თენგიზ გულის ძე გუნავა, დაბადებული 1976 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ", "დ" ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და გათავისუფლდეს სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა) შემდგომი მოხდისაგან და მოეხსნას ნასამართლობა",-ნათქვამია განკარგულებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ