იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების პროექტზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა

იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების პროექტზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა

იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების პროექტზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა. კანონპროექტის ავტორის, გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, თემას პარლამენტი მომავალი კვირისთვის მიუბრუნდება. გადაწყვეტილება საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

"საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და საბოლოო, შეჯერებული პოზიცია ჩამოყალიბდება. თავისი ხედვები აქვს მთავრობას. ამ თემაზე ერთმანეთში ვსაუბრობთ დეპუტატები და შევეცდებით შეჯერებული გადაწყვეტილება მივიღოთ. შესაძლოა კანონპროექტს წარმოდგენილი ფორმით დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭროს. შეიძლება მართლაც უფრო მოქნილი და გონივრული გადაწყვეტილება გამოინახოს, რაც ასეთ რადიკალურ გზებს აღარ მოითხოვს", – განუცხადა ფოფხაძემ ჟურნალისტებს, რომელიც ვერ აკონკრეტებს, რა ალტერნატიულ მექანიზმებზე შეიძლება იყოს საუბარი. ამასთან, დეპუტატი ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზე ამბობს, რომ თემას პარლამენტი მომავალი კვირისთვის მიუბრუნდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ