ჯართში ჩაბარებული სასწორი მამაკაცს ცხოვრების ფასად დაუჯდა

ჯართში ჩაბარებული სასწორი მამაკაცს ცხოვრების ფასად დაუჯდა

სოფელ წითელმთის მკვიდრმა, მალხაზ კუჭუხიძემ მშობლიურ სოფელში ეკლესიის აშენება გადაწყვიტა, თუმცა სასიკეთო ნაბიჯი ცუდად შემოუბრუნდა.

"შვიდი წლის წინ, წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა ჩემი სახსრებით, სოფლის მოსახლეობის და კეთილი ადამიანების დახმარებით დავიწყე. ბოლო ხანებში შემოგველია ყველანაირი სახსრები, ვეძიებდით დახმარებებს. ეზო, სადაც ეკლესიის მშენებლობა დავიწყეთ, ყოფილი კოლმეურნეობისაა და ჯართია დატოვებული. ჩავაბარეთ ეს ეკლესიის მოსახმარად. აქვე იყო სასწორი, რომელიც მე პირადად ავიღე და ჩავაბარე ორი თვის წინ. ამის გამო დამაპატიმრეს და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ეს სასწორი იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, რომელმაც აღიარა, რომ მის კუთვნილებას წარმოადგენდა. ჯარიმის სახით დამაკისრეს 1500 ლარის გადახდა. მომისაჯეს პირობით 4 წელიწადი", - ამბობს მალხაზ კუჭუხიძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა