ეკო ფანგანი - "შესაძლოა, მე და ბექა შევრიგდეთ"

ეკო ფანგანი - "შესაძლოა, მე და ბექა შევრიგდეთ"

მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი არ გამორიცხავს, რომ ანსამბლ "ალილოს" წევრ ბექა ჩხაიძეს შეურიგდეს.  წყვილი ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დაშორდა. ამის შესახებ ეკომ ჟურნალ "სარკეს" განუცხადა.

"მე და ბექას მანამდეც გვიჩხუბია და მერე შევრიგებულვართ და შეიძლება ახლაც შევრიგდეთ. არ ვიცი, მომავალში რა იქნება. ამ ეტაპზე ზუსტად ვიცი, რომ მხოლოდ მუშაობით ვარ დაკავებული", - აღნიშნა ფანგანმა.

მოდელის თქმით, ცოტა ხნის წინ ყოფილმა შეყვარებულმა სადარბაზოს შესასვლელი წითელი წარწერებით აუჭრელა - "მიყვარხარ, ეკო!".

მართალია, ეკო ბექასთან შერიგებას არ გამორიცხავს, მაგრამ გათხოვებაზე ჯერ არ ფიქრობს, ამჟამად მხოლოდ სხვისი ქორწილების ორგანიზებით არის  დაკავებული. მას "მაესტროს" ეთერში გადაცემა "ჩემი ქორწილი" მიჰყავს და წყვილებს ლამაზ ქორწილებს უწყობს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება