"ნინა, ნუ მარცხვენ!" - ავთო ვარსიმაშვილის პასუხი ნინა ჩოდრიშვილს

"ნინა, ნუ მარცხვენ!" - ავთო ვარსიმაშვილის პასუხი ნინა ჩოდრიშვილს

"რეიტინგის" წინა ნომერში გამოქვეყნდა ნიკო გომელაურის ქვრივის, ქალბატონი ნინა ჩოდრიშვილის ინტერვიუ. მსახიობის მეუღლე საუბრობდა, როგორ ცხოვრობს ის ნიკოს გარეშე, დადის თუ არა იმ სპექტაკლებზე, რომელშიც ნიკო მონაწილეობდა, როგორ აღნიშნა 12 ივლისი - ნიკოს დაბადების დღე. ამასთან ერთად, ნინამ მას და რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილს შორის გაჩენილ უთანხმოებაზე ისაუბრა. რესპონდენტის თქმით, კონფლიქტის მიზეზი ფილმი "ნიკო... აპლოდისმენტები" გახდა. ნიკოს მეგობარი და რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი ნინას იმიტომ გაუნაწყენდა, რომ მან ეს ფილმი ბატონ ავთოს არ გადააღებინა. მეტიც, როგორც ქალბატონმა ნინამ აღნიშნა, გაბრაზებულ ავთოს ნინასთვის ისიც უთქვამს, ფილმისთვის საჭირო მასალის გამოყენების უფლებას არ მოგცემო. ამაში იმ სპექტაკლების ჩანაწერები იგულისხმებოდა, რომლებიც ავთო ვარსიმაშვილის რეჟისორობით იყო დადგმული და სადაც ნიკო გომელაური მონაწილეობდა. ამის შემდეგ ნინამ იურისტთან გაარკვია თავისი უფლებები და ფილმისთვის აუცილებელი კადრები კანონით მინიჭებული ქრონომეტრაჟით გამოიყენა.

ქალბატონი ნინა "რეიტინგთან" ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ მისთვის ავთოს გადაღებული ფილმები მიუღებელია, ამით კი ყველაფერია ნათქვამი და იმის მიზეზიც გარკვეულია, თუ რატომ გადაწყვიტა გომელაურის ქვრივმა ფილმის დამოუკიდებლად გადაღება, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზუსტად იმ პერიოდში ბატონი ავთო იღებდა ფილმს "მიდი, ძმაო, მიდი", რომელიც ნიკო გომელაურს ეძღვნებოდა. მსახიობის ქვრივის თქმით, ამის შემდეგ რეჟისორმა მას "თავისუფალი თეატრის" კარი დაუხურა, რაშიც ის იგულისხმება, რომ ბატონი ავთო ნინას აღარ აძლევს უფლებას, მისი ბაღის აღსაზრდელები "თავისუფალი თეატრის" სცენაზე დააყენოს და წლის ბოლოს ტრადიციული ზეიმის მაგივრად, სპექტაკლები ბავშვების მონაწილეობით თეატრის სცენაზე წარადგინოს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ასევე: ავთო ვარსიმაშვილი ნიკო გომელაურის ქვრივს დაუპირისპირდა - "მე მისთვის აღარ ვარსებობ"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება