გაეროს მშვიდობის ელჩი ცნობილი ქალები

გაეროს მშვიდობის ელჩი ცნობილი ქალები

ზოგიერთი ცნობილი ადამიანი არ კმაყოფილდება საზოგადოებაში თავისი მდგომარეობით, არამედ ცდილობს თავისი პოპულარობა იმისთვის გამოიყენოს, რომ რაღაც სასარგებლო გააკეთოს სხვებისთვის. მათ შორის ბოლო დროს ვარსკვლავი ქალბატონები განსაკუთრებით გამოირჩევიან, რომელთა ნაწილი ბავშვებს იცავს მთელ მსოფლიოში, ნაწილი - ქალებს და ზოგიც - საერთოდ მშვიდობას.

პირველ რიგში ალბათ ყველას ოდრი ჰეპბერნი გაახსენდება, რომელიც ჰუმანიზმის იდეალად იქცა და თავისი მაგალითით ბევრი თანამედროვე ვარსკვლავი შთააგონა. ოდრი 1988 წლიდან მუშაობდა გაეროს კეთილი ნების ელჩად და ბავშვების შიმშილისგან დასაცავად მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობდა. მოინახული სუდანი, ეთიოპია და სომალი.

დღესდღეობით ყველაზე ცნობილი კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლია, რომელიც დღეს უკვე ლტოლვილების საქმეებში სპეციალური ელჩი გახდა. მსახიობი ათ წელზე მეტია ამ საქმეს ემსახურება და ახლო აღმოსავლეთის უამრავ ქვეყანაში ყოფილა, დაზარალებული რეგიონების პრობლემების გადაწყვეტაშიც მიუღია აქტიური მონაწილეობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება