დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტი გააკეთებს ყველაფერს, რომ დარჩენილი თვეების განმავლობაში რაც შეიძლება მეტი გააფუჭოს

დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტი გააკეთებს ყველაფერს, რომ დარჩენილი თვეების განმავლობაში რაც შეიძლება მეტი გააფუჭოს

პრეზიდენტი გააკეთებს ყველაფერს, რომ დარჩენილი თვეების განმავლობაში რაც შეიძლება მეტი გააფუჭოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე აღადგინა.

როგორც გუშინ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა, სამ თვეში პრეზიდენტი კიდევ ბევრ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. "პრეზიდენტი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გააფუჭოს რაც შეიძლება მეტი, დარჩენილი თვეების განმავლობაში. ეს ჩვენ ვიცით, ამიტომ ძალიან მშვიდად და წყნარად ვხვდებით ამას", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი იმდენის გაფუჭებას ვერ მოახერხებს, რომ ქვეყანა სწორი განვითარების გზას ააცდინოს. "დანარჩენის გაფუჭებას ის შეძლებს, მაგრამ მას არ დარჩა ის სამართლებრივი ბერკეტები, რომლითაც შეუძლია ქვეყნის დესტაბილიზაცია ან პოლიტიკური ცხოვრების არევა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ შეწყალებული თენგიზ გუნავა გუშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე აღადგინა. "თენგიზ გუნავას გამოშვება მხოლოდ სამართლებრივი კი არა, სამართლიანი იყო. მისი დაჭერა იყო უსამართლობა, ამიტომ, რაც ერთმნიშვნელოვანია - მან უნდა გააგრძელოს თავისი ფუნქციების შესრულება, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას არც ერთი ადამიანის დაჩაგვრის, მოხსნის მხოლოდ იმის გამო, რომ თვალში არ მოსდის", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა