ქუთაისში შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი მაღაზიაში ჩაკეტეს

ქუთაისში შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი მაღაზიაში ჩაკეტეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიმართ ძალადობის ფაქტი გამოვლინდა.

ფალიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მეწარმის ობიექტზე, საკონტროლო შესყიდვისას სალარო აპარატით სავალდებულო ჩეკის ამორტყმის ოპერაცია არ განხორციელდა და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგა. რის შემდეგაც, დაჯარიმებულმა საგადასახადო ოფიცრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ერთ-ერთ ოფიცერი მაღაზიაში ჩაკეტა. მისი გათავისუფლება მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ჩარევით გახდა შესაძლებელი. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო, სამართალდარღვევის კიდევ ერთი ოქმი შედგა, რაც 800 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა