თბი­ლის­ში ყა­ჩა­ღი მათხ­ოვ­რე­ბი გა­მოჩ­ნდნენ

თბი­ლის­ში ყა­ჩა­ღი მათხ­ოვ­რე­ბი გა­მოჩ­ნდნენ

ბო­ლო ხანს ჩვენს ქა­ლაქ­ში უც­ნა­უ­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად კი პრეს­ტი­ჟულ უბ­ნებ­ში (სა­ბურ­თა­ლო, ვე­რა, ვა­კე და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა), მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს დღე იქ­ნე­ბა თუ ღა­მე, ადა­მი­ა­ნე­ბი კარ­გად ჩაც­მუ­ლი ყა­ჩა­ღი მათხ­ო­ვ­რე­ბის სა­მიზ­ნე ხდე­ბი­ან. აშ­კა­რა­ა, რომ ქა­ლაქ­ში მოქ­მე­დე­ბენ ე.წ. მათხ­ოვ­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის ად­გი­ლად, რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნ­და იყოს, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებს, ზოგ­ჯერ კი უშუ­ა­ლოდ პო­ლი­ცი­ის ეზო­ებს ირ­ჩე­ვენ.

ამის მოწ­მეც და მსხვერ­პლიც პი­რა­დად შე­ვი­ქე­ნი ორი­ო­დე დღის წინ, გა­ჩე­რე­ბა­ზე, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მო­ლო­დინ­ში. 40-45 წლის მა­მა­კა­ცი 16-ი­ო­დე წლის გო­გო­ნას წა­მო­ე­წი­ა, მკლავ­ზე ხე­ლი წა­ავ­ლო და უთხ­რა - გახ­სე­ნი ჩან­თა და ფუ­ლი მო­მე­ცი, შენ­თვის ასე აჯო­ბებ­სო. აც­რემ­ლე­ბულ­მა გო­გო­ნამ მი­უ­გო, 2 ლა­რი მაქვს, მე­ტი არა, რომ მოგ­ცე, სამ­გზავ­რო ფუ­ლი აღარ დამ­რჩე­ბა­ო. მოკ­ლედ, გო­გო­ნა რო­გორ­ღაც ხე­ლი­დან და­უს­ხლტა გა­მომ­ძალ­ველს და მი­წის­ქვე­შა ჩა­სას­ვლელს სირ­ბი­ლით მი­ა­შუ­რა... ახ­ლა სხვა გო­გო­ნა ამო­ი­ღო მი­ზან­ში და მას აე­დევ­ნა. მა­ნაც ხელ­ჩან­თი­დან ფუ­ლი ამო­ი­ღო, მათხ­ო­ვარს ხელ­ში შე­ა­ჩე­ჩა და სირ­ბი­ლით გა­ე­რი­და იქა­უ­რო­ბას. ხმა და­ვა­დევ­ნე, რა­ტომ მი­ე­ცი და არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე-­მეთ­ქი და იცით, რა მი­პა­სუ­ხა?! - გუ­შინ­წინ რომ შე­ვე­პა­სუ­ხეთ, მეც და ჩემს და­საც გვცე­მა­ო... ამა­სო­ბა­ში გა­მომ­ძალ­ველ­მა გე­ზი ჩემ­კენ აი­ღო. იქ­ვე მდგომ­მა ქალ­ბა­ტონ­მა მი­ჩურ­ჩუ­ლა, უა­რი არ გა­ბე­დო, ცო­ტა­ო­დე­ნი თან­ხა მი­ე­ცი და გეტყ­ვი, ეს რა­ტო­მაც ხდე­ბა­ო. მათხ­ო­ვა­რი მო­მი­ახ­ლოვ­და, ხე­ლი გა­მო­მიშ­ვი­რა და ჩემ­თვის უკ­ვე ნაც­ნო­ბი ტექ­სტიც მო­ა­ყო­ლა: ფუ­ლი მო­მე­ცით, ქალ­ბა­ტო­ნო და უა­რი არც გა­ბე­დო­თო. მეც მორ­ჩი­ლად ამო­ვი­ღე ჩან­თი­დან ლა­რი­ა­ნი და გა­ვუ­წო­დე. რა იყო, ამა­ზე მე­ტი არ მოგ­ცა ბი­ძი­ნა­მო, მითხ­რა, მე­რე კი მეც და იქ მდგომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც გვა­რი­ა­ნად შეგ­ვი­კურ­თხა და სულ ბი­ძი­ნას მო­ნე­ბი გვე­ძა­ხა. რო­ცა გა­მომ­ძალ­ვე­ლი მო­რი­გი მსხვერ­პლის და­საზ­ვე­რად გა­ე­შუ­რა, იქ მდგომ ადა­მი­ა­ნებს მივ­მარ­თე, პო­ლი­ცია აქ­ვე­ა, არ მივ­მარ­თოთ­-მეთ­ქი? ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მელ­მაც მათხ­ოვ­რის­თვის ფუ­ლის მი­ცე­მა მირ­ჩი­ა, მი­პა­სუ­ხა: "აქვე ვცხოვ­რობ, ტე­ლე­ვი­ზიის გვერ­დით, პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის უკან. რაც ახ­ლა ნა­ხეთ, ასე­თი სუ­რა­თის მოწ­მე ყო­ველ­დღი­უ­რად ვხდე­ბი. ორ-­სამ კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფე­ბი სწო­რედ პო­ლი­ცი­ის წინ სკვერ­ში მჯდომ ქალ­ბა­ტო­ნებს სძა­ლა­ვენ ფულს. უა­რის შემ­თხვე­ვა­ში ლან­ძღვა-­გი­ნე­ბით იკ­ლე­ბენ და არც ფი­ზი­კურ შე­უ­რაცხ­ყო­ფას ერი­დე­ბი­ან. ჩე­მი აზ­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მიზ­ნუ­ლად ხდე­ბა"... მსგავ­სი თავ­გა­­და­სა­ვა­ლი გა­დახ­და 10-ო­დე დღის წინ, სა­ღა­მო­ხანს ჩვენს ორ კო­ლე­გას სწო­რედ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სკვერ­ში. ოღონდ იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ხმა­უ­რი ატე­ხეს, გა­მომ­ძალ­ვე­ლე­ბი კი პო­ლი­ცი­ის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ტაქ­სი­ში ჩას­ხდნენ და გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. ამ ამ­ბის შემ­დეგ ასეთ ად­გი­ლებ­ში ორ­-ო­რი პო­ლი­ცი­ე­ლი პატ­რუ­ლი­რებს, თუმ­ცა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი მა­ინც ხდე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­ში სა­ეჭ­ვო ის არის, რომ ყვე­ლა ე.წ. მათხ­ო­ვა­რი (ვინც მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ვნა­ხეთ) ძა­ლი­ან კარ­გად არის ჩაც­მუ­ლი და ყვე­ლა მათ­გა­ნის ასა­კი 30 წელს აღე­მა­ტე­ბა. სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ ასე­თი ფაქ­ტე­ბი პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რედ და თა­ნაც, პრეს­ტი­ჟულ უბ­ნებ­ში ხდე­ბა.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია