მარიკო ლეჟავას დიეტა და საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტი

მარიკო ლეჟავას დიეტა და საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტი

"საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტი - მარიკო ლეჟავა თმას 12 წლიდან იღებავს. უყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, მუქი ფერის ტუჩსაცხი და ნამზეური. ახალბედა მომღერალი ფიქრობს, რომ მოდის ტენდენციების გათვალისწინება სულაც არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე.

- როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას - სპორტულს თუ კლასიკურს?

- ორივე სტილის სამოსს ვიცვამ. კაბაც მიყვარს და შარვალიც. დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე თითქმის ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობდი თავს, რადგან მეცვა ის, რაც მიხდებოდა და მომწონდა; მხოლოდ ერთხელ, ბიონსეს სიმღერის შესრულებისას ჩამაცვეს კლასიკური კაბა, რომელიც მიხდებოდა, მაგრამ მე დიდად არ მომწონდა.

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- მკვეთრ მაკიაჟს არ ვიკეთებ. ყოველდღიურად ტონალურ კრემს ვისვამ. ტუჩსაცხიც მიყვარს, ოღონდ - რაც შეიძლება მუქი. შავგვრემანი ვარ და ვფიქრობ, მიხდება.

- საკუთარ თავზე ექსპერიმენტის ჩატარება გიყვარს?

- კი, ძალიან. თმის შეღებვა ჩემი საყვარელი საქმეა. ბუნებრივად მუქი შავი თმა მაქვს. 12 წლის ვიყავი, პირველად ყავისფრად რომ შევიღებე, მას მერე კი ხან ქერა ვიყავი, ხან - წითური, ხანაც მელირებას ვიკეთებდი. ამდენმა შეღებვამ თმის ხარისხი გამიფუჭა... ყოველთვის გრძელ ვარცხნილობას ვატარებ, რადგან მოკლე არ მიხდება. თუმცა, ახლა თმის სიგრძის დამოკლების სურვილი მაინც გამიჩნდა.

- ოჯახი არ შეგეწინააღმდეგა, 12 წლის ასაკში თმა რომ შეიღებე?

- ჩუმად შევიღებე. მშობლები გაბრაზდნენ, მაგრამ ხომ არ მომკლავდნენ (იღიმის)?!

- სილამაზისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! სალონს ხშირად სტუმრობ?

- არც ისე ხშირად; როცა მჭირდება, მხოლოდ მაშინ მივდივარ. ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს.

- ალბათ როგორც ყველა ქალს, შოპინგი შენც გიყვარს, არა?

- მართალია, ყველაზე მეტად მაღაზიებში სიარული მსიამოვნებს. ტანსაცმლის ყიდვა მიყვარს. შესაძლოა, ფული არ მქონდეს, მაგრამ მაღაზიაში უბრალოდ, რაღაცების დასათვალიერებლადაც შევიდე.

- მოდის ტენდენციებს თვალს ადევნებ?

- არა. რაც მომწონს და რაც მიხდება, მხოლოდ იმას ვიცვამ. შესაძლოა, კონკრეტული მოდური სამოსი არ მიხდებოდეს. ჰოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მოდაშია, ვერ ჩავიცვამ.

- პირსინგი, ტატუ მოგწონს?

- პირსინგი არ მომწონს, მაგრამ ტატუს გაკეთების სურვილი მქონდა და სამი თვის წინ ქოლდ ფლეის ერთ-ერთი სიმღერის მისამღერი ამოვისვირინგე. ისეთი თავხედი არ ვარ, ოჯახის წევრებს ჩემი გადაწყვეტილებების შესახებ რომ არ ვაცნობო, მაგრამ ბოლო სიტყვა მე მეკუთვნის (იღიმის).

- შენ და შენი და ერთმანეთის სამოსს იცვამთ ხოლმე?

- ჩვენ ერთნაირი გემოვნება გვაქვს და ამიტომაც, ერთმანეთის ტანისამოსს ხშირად ვიყენებთ.

- სამოსის შეძენისას მის ფერს შენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს?

- პატარაობიდან შავი ძალიან მიყვარს. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ამ ფერის სამოსს ხშირად ვატარებ, ჩაშავებული დავდივარ. როცა კარგ ხასიათზე ვარ, მინდა კარგად გამოვიყურებოდე და სამოსს საგულდაგულოდ ვარჩევ; ასეთ დროს ღია და ჭრელ სამოსს ვანიჭებ უპირატესობას. ტანსაცმლის, აქსესუარების ამოჩემებაც მჩვევია. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მეგობარმა მაჩუქა ჩანთა, რომელსაც ხელიდან არ ვუშვებ.

- აქსესუარებიდან რას ანიჭებ უპირატესობას?

- არ მიყვარს დიდი საყურეები, პატარები კი ხშირად მიკეთია. ტყავის სამაჯურები მომწონს და ბევრიც მაქვს. არ ვიყენებ თვლიან, ბრჭყვიალა სამკაულებს, არც ოქრო მიყვარს.

- ოდესმე დიეტა თუ დაგიცავს?

- სხვათა შორის, 2 წლის წინ წონაში 30 კილოთი მეტი ვიყავი. ჰოდა, როცა ზედმეტმა წონამ მეც შემაწუხა და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებიც, შიმშილობა დავიწყე; რომ არ მოვმკვდარიყავი, მხოლოდ ორ ლუკმას თუ შევჭამდი და მიზანსაც მივაღწიე: 3 თვეში 30 კილო დავიკელი. დიდი ნებისყოფა აღმომაჩნდა.

- ზღვა, მზე, გარუჯვა გიყვარს?

- ეს ყველაფერი მართლაც, ძალიან მიყვარს. ვგიჟდები გარუჯვაზე და ამ მიზნით სოლარიუმსაც ხშირად ვაკითხავ.

- ჯერ დასასვენებლად ვერსად წახვედი?

- ვინაიდან კორპორატიული საღამოებიდან, როგორც მომღერალს, შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს, ჯერ ვერსად წავედი, მაგრამ მალე ბათუმში, მეგობრებთან ერთად ვაპირებ დასვენებას. სამომავლოდ კი დიდი გეგმები მაქვს. მაგალითად, ძალიან მინდა, სასწავლებლად ბრიტანეთში წავიდე. ვნახოთ, იქნებ ეს მოვახერხო კიდეც...

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება