გადაუღებელი წვიმების შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდინარეების ადიდება გამოიწვია. სოფელ შუხუთის თემში ადიდებულმა მდინარემ ბორის გუმბერიძის ავტომანქანა გაიტაცა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეზობლების დახმარებით ორივე მგზავრი მანქანიდან გადმოიყვანეს. წყლის დონის დაკლების შემდეგ კი, სამაშველო სამსახურის დახმარებით მანქანაც ამოიტანეს.
იხილეთ ვრცლად