კარლა ბრუნი კომპანია Bulgari-ის სარეკლამო კამპანიაში

 კარლა ბრუნი კომპანია Bulgari-ის სარეკლამო კამპანიაში

საფრანგეთის ყოფილი ლედი კარლა ბრუნი კომპანია Bulgari-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს. 45 წლის ბრუნის ფოტოები ცნობილმა ფოტოგრაფმა ტერი რიჩარდსონმა გადაუღო.

რეკლამაზე მუშაობა კარლას კარიერაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას - მისი მეოთხე მუსიკალური ალბომის Little French Songs-ის გამოსვლას დაემთხვა.

კარლა ბრუნი გასული საუკუნის ბოლოს პოდიუმზე ბრწყინავდა და ყველაზე მაღალანაზღაურებად და პოპულარულ მოდელად ითვლებოდა. იგი წამყვანი მოდის სახლების ჩვენებებში მონაწილეობდა, მათ შორის Chanel-ის, Christian Dior-ის და Yves Saint Laurent-ის. ბრუნიმ მოდელის კარიერა 1997 წელს მიატოვა და მუსიკაზე გადაერთო. 10 წლის შემდეგ მან ეს სფეროც მიატოვა და ცოლად საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის გაჰყვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო