ხატია ბუნიათიშვილი - ”რუსული აგრესია საშიშია, ასე რომ, შეიძლება დათვიც შეშინდეს სტრავინსკით"

ხატია ბუნიათიშვილი -  ”რუსული აგრესია საშიშია, ასე რომ, შეიძლება დათვიც შეშინდეს სტრავინსკით"

დასავლური პრესა და მუსიკოსები მას "მომავლის პიანისტს" უწოდებენ. არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალის მონაწილე 25 წლის ხატია ბუნიათიშვილი, ივლისის ბოლოს შვეიცარიის კურორტ ვერბიერში ცნობილ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს Verbier Festival 2013-ს სტუმრობდა. ზედიზედ მესამე წელია, ბუნიათიშვილი ფესტივალის საპატიო სტუმარია.

"ხატია ვერბიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენაა. 25 წლის ასაკში, ახალგაზრდა ქართველ პიანისტს არნახული კარიერა აქვს. მისი ვირტუოზული შესრულება, წარმოსახვისა და იმპროვიზაციის უნარი ერთნაირად ანცვიფრებს კრიტიკოსებსა და მსმენელს", - ვკითხულობთ ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე.

ერბიერში გამართულ კონცერტზე ხატია ბუნიათიშვილმა ლისტის, შუბერტის, შოპენისა და რაველის ნაწარმოებები შეასრულა და ფესტივალის ტელევიზიის ჟურნალისტთან ბლიც-ინტერვიუსთვისაც მოიცალა.

კითხვაზე, საკონცერტო ტურნეს დროს, რა არის მისი საყვარელი საჭმელი, პიანისტმა დაუფიქრებლად უპასუხა: "საყვარელი კერძი არ მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი და შეუცვლელი რაც მჭირდება - ეს წყალია". ხოლო კითხვაზე: რა მუსიკით მოიგერიებდა დათვ გრიზლის, ხატიამ უპასუხა: "ალბათ, სტრავინსკის "პეტრუშკას" დავუკრავდი. იქ არის რუსული თემები, რომელიც ხშირად აგრესიულადაც ჟღერს, რაც შესაძლოა შემაშინებელი იყოს... საერთოდ, რუსული აგრესია საშიშია, ასე რომ შეიძლება დათვიც შეშინდეს სტრავინსკით".

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება