"ჩემ დროს ხელზე "შპარგალკა" დაწერილი და ტყეში წაყვანილი მოწმეები არ მახსენდება"

"ჩემ დროს ხელზე "შპარგალკა" დაწერილი და ტყეში წაყვანილი მოწმეები არ მახსენდება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოკა გაბაშვილთან საუბარი საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალების" კანიდატის განხილვით დავიწყეთ...

- დავით ბაქრაძეს აქვს ის თვისებები, რაც უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, შემთანხმებელი, მომლაპარაკებელი, მას აქვს უნარი, სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეს. დათოს საერთაშორისო კავშირებზე ყველას სმენია ალბათ, მას პირადად აქვს ყველა იმ ლიდერთან ურთიერთობა, ვინც კი მსოფლიოში რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს.

- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ გამარჯვების შანსი რამდენად გაქვთ...

- ძალიანაც კარგი შანსი გვაქვს... თუმცა, "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვებიდან სულ რაღაც ათი თვეა გასული და უკვე დაწყებული ეროზიისა" და იმედგაცრუების მიუხედავად, პოზიციები და რეიტინგი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ.

- არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს ყველაფერი, რის გამოც უარი უთხრა თქვენს მმართველობას?

- საქმე ის არის, რომ მხოლოდ საზოგადოება კი არა, ჩვენც ვბრაზობთ ჩვენს თავზე, რომ ასეთი შეცდომები გაგვეპარა. მაგრამ ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითქმის ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. საქართველო ნამდვილი სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, სახელმწიფოს შენების დროს კი ასეთი ჩავარდნებიც შესაძლებელი და დასაშვებია. ჩვენი დამარცხების ერთადერთი მიზეზიც ის იყო, რომ ეს სკანდალური კადრები საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩვენ მართლაც ბოლომდე და საფუძვლიანად გავაანალიზეთ შეცდომები, კარგიცა და ცუდიც შევაფასეთ. ვიცი, რომ საზოგადოება გაბრაზებულია ჩვენზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი მმართველი გუნდის მუშაობას უყურებენ და ხვდებიან, რომ ეს გუნდი ქვეყანას კარგს არაფერს უქადის.

- ბაჩო ახალაიას სასამართლომ პატიმრობა გაუქმა და უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ დარჩენილი ბრალიც მოეხსნება. ანუ სამართალმა იზეიმა?

- ბაჩოს მიმართ ჩემი დამოკიდებულება ასეთია: სანამ საბოლოო განაჩენი არ დადგება, არავის აქვს უფლება, ადამიანი მონსტრად და კაციჭამიად წარმოადგინოს. სამართლიანობის აღდგენისთვის უკეთესი იქნება, თუ სასამართლოს თავისუფლად მუშაობის საშუალებას მისცემენ.

- თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავისუფალი იყო სასამართლო?

- ყოველ შემთხვევაში, ხელზე "შპარგალკა" დაწერილი და ტყეში წაყვანილი მოწმეები არ მახსოვს. ვიმეორებ, ბაჩო უდანაშაულოა მანამ, ვიდრე ვინმე არ დაუმტკიცებს, რომ თურმე კაცებს ხოცავდა და ბავშვებს პირდაპირ ყლაპავდა. ჯერჯერობით ცხადზე ცხადია, რომ თავის დროზე ის დაკავებები პოლიტიკური იყო. ასევე, გენერალური შტაბის უფროსი გიგი კალანდაძის დაკავება მაინცდამაინც ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის ჩამოსვლას დაამთხვიეს. თავდაცვის მინისტრმა სამარცხვინოდ, უკნიდან, ტუალეტთან შეიტყუა და იქ დაახვედრა პროკურორი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა