ეკა ხოფერია მარტოხელა დედისთვის დახმარებას ითხოვს

 ეკა ხოფერია მარტოხელა დედისთვის დახმარებას ითხოვს

ჟურნალისტი ეკა ხოფერია "ფეისბუქზე" საკუთარ მეგობრებს მიმართავს და 34 წლის მარტოხელა დედისთვის, რომელსაც გადაუდებელი ძირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება, დახმარებას სთხოვს.

"34 წლის გოგოს დიდი განსაცდელი აქვს, ავადაა და ოპერაცია სჭირდება, მარტო ზრდის 11 წლის შვილს, ჩვენი დახმარება სჭირდება!

მეგობრებო, ESM-ის ყოფილ სტუდენტს, 34 წლის ლიკა მაშიას მიმდინარე წლის ივლისში თბილისის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა აპლაზიური ანემიის დიაგნოზი, რომლის დროსაც ძვლის ტვინის უჯრედები ვერ გამოიმუშავებენ სისხლის ძირითად სასიცოცხლო კომპონენტებს. დაავადება დაიწყო მწვავედ, დღეისათვის ლიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, კრიტიკული აქვს სისხლის საერთო ანალიზის ყველა პარამეტრი, რაც მუდმივად ქმნის სისხლდენების, სისხლცაქცევების რეციდივებს და ინფექციური გართულებების საშიშროებას. სისხლის კომპონენტების მუდმივი გადასხმის გარეშე დღეს ის უკვე ვერ არსებობს.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ამ ურთულესი დაავადების განკურნება ვერ ხერხდება, ასეთ ვითარებაში საბოლოო პროგნოზი პრაქტიკულად უიმედოა.

ამ პროფილის ექიმ-სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად განისაზღვრა ლიკას გადარჩენის ერთადერთი გზა საზღვარგარეთის სპეციალიზებულ კლინიკაში ავადმყოფისათვის დონორის ძვლის ტვინის გადანერგვა, შემდგომი ხანგრძლივი მედიკამენტოზური და პოსტოპერაციული სარეაბილიტაციო მკურნალობით, რაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. დონორის ძვლის ტვინის გადანერგვის, პოსტოპერაციული მკურნალობის და რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება ევროპისა და ისრაელის კლინიკებში შეადგენს 150 000 – 250 000 ევროს დაავადების სიმძიმისა და მიმდინარეობის მიხედვით.

ლიკას სიცოცხლის და მისი 11 წლის შვილის განსაცდელისაგან გადასარჩენად უმორჩილესად გთხოვთ თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროთ მას ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.

საბანკო რეკვიზიტები: ს.ს. თიბისი ბანკი, ბანკის კოდი TBCBGE 22 ; ლარში: GE80TB7002332365100001; USD: GE03TB7002332366100002; მიმღები: ნინო მაშია

იმედი მაქვს თქვენი თანადგომის და წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის", - წერს ხოფერია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს