ნინა დობრევი იენ სომერჰოლდერთან განშორებაზე საუბრობს

ნინა დობრევი იენ სომერჰოლდერთან განშორებაზე საუბრობს

მსახიობი ნინა დობრევი კოლეგას და საყვარელ იენ სომერჰოლდერს, რომელთან ერთადაც სერიალ "ვამპირის დღიურებში" თამაშობს, საბოლოოდ დაშორდა. ჟურნალ Cosmopolitan-თან ვარსკვლავმა პირველად ისაუბრა 34 წლის იენთან განშორების შესახებ და განაცხადა, რომ ამ დაშორების შემდეგ ბევრ რამეზე შეეცვალა შეხედულება.

წყვილის რომანი მაისში დასრულდა. მაშინ მას მეგობარი ჯულიანა ჰიუ ამშვიდებდა. კითხვაზე, როგორ მოაწყო პირადი ცხოვრება იენთან განშორების შემდეგ, ნინა აღიარებს, რომ მამაკაცებთან პაემანზე ის "ძველმოდურად მგრძნობიარე" ხდება.

"ბევრი რამ უნდა შევიტყო მამაკაცზე, სანამ შემიყვარდება. მე არ ვარ გოგონა ერთი ღამისთვის, მე ვარ გოგონა ურთიერთობისთვის", - აცხადებს დობრევი.

ნინამ თავის იდეალურ მეორე ნახევარზეც ისაუბრა.

"მიზიდავს ჭკუა, ნიჭი და იუმორი. კარგ კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი ნამდვილად იქცევს ყურადღებას, მაგრამ მე ყურადღებას ისეთებსაც ვაქცევ, რომლებიც დიდ ძალისხმევას არ ახმარენ იმას, რომ კარგად გამოიყურებოდნენ. მიყვარს "დაუდევარი" სტილი, თითქოს მამაკაცი ეს-ესაა საწოლიდან ადგა, მაგრამ მაინც ძალიან სექსუალურია", - განაცხადა დობრევმა.

მიუხედავად იმისა, რომ იენის და ნინას 3 წლიანი რომანი დასრულდა, ისინი მეგობრებად დარჩნენ და სერიალ "ვამპირის დღიურებში" კვლავ ერთად განაგრძობენ თამაშს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Cosmopolitan-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება