პერის ჰილტონის სახლი გოგონებმა გაქურდეს

პერის ჰილტონის სახლი გოგონებმა გაქურდეს

რამდენიმე დღის წინ ამერიკელი ტელევარსკვლავის, პერის ჰილტონის სახლი გაქურდეს. როგორც NY Daily News-ი იუწყება, მალიბუში განთავსებული აპარტამენტები ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე უკვე მეშვიდედ გაქურდეს.

ბინაში ძარცვის მიზნით გოგონათა ჯგუფი შეიჭრა. მათ პერის ჰილტონის სახლიდან მოდური ბრენდის სამოსი, ჩანთები და აქსესუარები წაიღეს. მოპარულ ნივთებს შორის ვარსკვლავის პირადი ფოტოებიცაა.

შესაძლოა ქურდების შთაგონების წყარო ფილმი "ელიტარული საზოგადოება" გახდა, რომლის სიუჟეტის მიხედვით, სწორედ პერის ჰილტონის სახლს ქურდავენ. ფილმში მთავარ როლს ემა უოთსონი ასრულებს.

მომზადებულია NY Daily News-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება