ჩხუბი მოზარდებში IQ-ს მაჩვენებელს დაბლა წევს

ჩხუბი მოზარდებში IQ-ს მაჩვენებელს დაბლა წევს

ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა ადასტურებს, რომ ჩხუბი მოზარდის IQ-ზე უარყოფითად მოქმედებს. ინტელექტის ექვივალენტის მაჩვენებელის დაქვეითება, სკოლაში ერთ გაცდენილ წელს უტოლდება. კვლევის შედეგები Medical News Today-ში გამოქვეყნდა.

როგორც აღმოჩნდა, მოზარდებს შორის კონფლიქტები და შეხლა-შემოხლა, სერიოზულ გავლენას ახდენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. განსაკუთრებით კი ეს მწვავედ გოგონებზე აისახება. კვლევის შედეგების მიხედვით, საერთო ჯამში IQ-ს მაჩვენებლის დაქვეითება ბიჭებში 1.62 პუნქტს, ხოლო გოგონებში 3.02 პუნქტს შეადგენს.

ის, რომ ფიზიკური ტრავმები ადამიანის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, ახალი ამბავი არ არის. ახლა კი გაირკვა, რომ თავის ტრავმები არა მხოლოდ IQ-ს მაჩვენებლის დაწევას, არამედ ნევროლოგიურ პრობლემებსაც იწვევს. ამის გათვალისწინებით, ექიმები ფეხბურთში ბურთის თავით მოგერიების წინააღმდეგ გამოდიან.

კვლევის ფარგლებში დაკვირვება 20 0000-მდე მოსწავლეზე მიმდინარეობდა.

მომზადებულია news.am-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს