დიმიტრი ტატიშვილი - ”ეგ ერთადერთი ნაძირალაა, დანარჩენ "დიმკებს" შორის, ვინც კი ამქვეყნად არსებობს”

დიმიტრი ტატიშვილი - ”ეგ ერთადერთი ნაძირალაა, დანარჩენ "დიმკებს" შორის, ვინც კი ამქვეყნად არსებობს”

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, 6 ივნისს, რუსეთ-საქართველოს ომის 5 წლისთავზე, რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ინტერვიუ გავიდა, მსახიობ დიმიტრი ტატიშვილის გახმოვანებით, რომელსაც ჟურნალისტი ნინო შუბლაძე უძღვებოდა.

ინტერვიუმ საქართველოს მოსახლეობაში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, თუმცა ეს ცალკე თემაა. გარკვეულ ვიზუალურ და სმენით დისონანს იწვევდა ის ფაქტი, რომ ქართველი მსახიობის ხავერდოვანი ხმა რუსეთის პრეზიდენტის არცთუ სასიამოვნო პოლიტიკურ განცხადებებს ახმოვანებდა, თან, ქართველებისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე. "ამბები.გე" მსახიობ დიმიტრი ტატიშვილს დაუკავშირდა.

- დიმა, მედვედევის ინტერვიუს ტექსტი თქვენ წაიკითხეთ (მაწყვეტინებს)...

- მერე რაო, რას ამბობენ, ეგ როგორ გაბედაო?

- ამბობენ, როდესაც ვუსმენდით, გვეგონა, სერიალს ვუყურებდითო...

- ვიღაცას ხომ უნდა წაეკითხა ტექსტი? ჰოდა, არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. მეც წავიკითხე ისე, როგორც ამას ეს ჟანრი მოითხოვდა. ვცდილობდი, ნეიტრალური ვყოფილიყავი, ანუ ვცდილობდი, იმ ხასიათზე ვყოფილიყავი, რა ხასიათზეც მედვედევი იყო. თუმცა რა ხასიათზე! ის ხომ თამაშობდა. როგორც უნდოდა, ისეთ პასუხებს სცემდა. რაღაცები წამოსცდებოდა და მერე საუბარი ისევ სხვა კალაპოტში გადაჰყავდა.

"დიმკა" ხომ დიდი დემაგოგი და "კაგებეშნიკია". მაგ კატეგორიის ადამიანებთან ჩემი პირადი დამოკიდებულება მაქვს. თან, კარგად ვიცნობ, რადგანაც საბჭოთა ჯარში მომიწია სამსახურმა და მქონდა მათი ახლოს "გაცნობის ბედნიერება". ეგეთი "ჩმორები" ყოველთვის ბედავდნენ რაღაცებს, რადგანაც სისტემა იყო და არის რუსეთში ასეთი, "კაკებეშნიკური". მათთან მანკიერი ცხოვრების წესზეა ყველაფერი აგებული და დამყარებული. ფაშისტებზე მეტი ადამინი მაგ კომუნისტურ სისტემას ჰყავს განადგურებული, ეს ცნობილი ფაქტია!

ამიტომაც, ეგ მედვედევიც დიდი "ჩათლახი" ვინმეა. თავში მის "შესამკობად" კიდევ უარესი სიტყვები მომდის...

- ისე, თქვენი მოსახელეა...

- კი, მაგრამ ეგ ერთადერთი ნაძირალაა, დანარჩენ "დიმკებს" შორის, ვინც კი ამყვეყნად არსებობს...

- და მაინც, ვისაც გუშინ თქვენი წაკითხული ტექსტი ასოციაციურად ამა თუ იმ სერიალს აგონებდა, რას ეტყვით?

- ვისაც ჰგონია, რომ მე რომელიმე მექსიკურ, ბრაზილიურ, ვენესუელურ სერიალს ვახმოვანებ, სცდება. არასდროს გამიხმოვანებია ისინი. არა იმიტომ, რომ არ მომწონს, უბრალოდ, ის ტელეკომპანიები, ვისთანაც ვთანამშრომლობ, ასეთი სერიალის გასახმოვანებლად არ მიწვევენ. მე ვარ ექიმი ჰაუსი, კი ბატონო... ამას ვახმოვანებდი... ასე რომ მაყურებელს არასწორი ასოციაციები გასჩენია...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია