20 წლიანი პაუზის შემდეგ მერილ სტრიპი და რობერტ დე ნირო კვლავ ერთად ითამაშებენ

20 წლიანი პაუზის შემდეგ მერილ სტრიპი და რობერტ დე ნირო კვლავ ერთად ითამაშებენ

თითქმის 20 წლიანი პაუზის შემდეგ, ჰოლივუდის ორი ლეგენდარული მსახიობი - რობერტ დე ნირო და მერილ სტრიპი კვლავ ერთად ითამაშებენ. ვარსკვლავური დუეტი ენ ლირის ნოველის - The Good House-ის ეკრანიზაციაში მიიღებს მონაწილეობას.

სიუჟეტი ჰილდი გუდის შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლსაც მერილ სტრიპი შეასრულებს. ის ნიუ-იორკში უძრავი ქონების აგენტად მუშაობს, ყოფილი ლოთია და მისი ცხოვრება ნელ-ნელა ინგრევა, როდესაც რებეკა მაკალისტერს უმეგობრდება.

ჰილდი ხელახლა აბამს ურთიერთობას ძველ შეყვარებულთან, ფრენკ გეტჩელთან, რომლის როლსაც რობერტ დე ნირო ასრულებს. მისი პერსონაჟი გულწრფელობით და პირდაპირობით გამოირჩევა.

ბოლოს მერილ სტიპმა და რობერტ დე ნირომ ერთად 1996 წელს Marvin's Room -ში ითამაშეს, თუმცა ლეგენდარულმა მსახიობებმა ფილმში წყვილი მხოლოდ 1978 წელს გადაღებულ The Deer Hunter-სა და 1984 წელს გადაღებულ Falling In Love-ში განასახიერეს.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება