გია სურამელაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იცეკვებს

გია სურამელაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იცეკვებს

პოპულარულ პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გია სურამელაშვილი იცეკვებს. სავარაუდოდ, მომღერალი თავისი ორიგინალურობით მაყურებლის ყურადღებას ნამდვილად მიიქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არავინ იცის, ქორეოგრაფიული მონაცემები რა შედეგს მოუტანს, შოუსთვის მისი მონაწილეობა, ალბათ, უკვე მომგებიანია. "ამბები.გე" გია სურამელაშვილის დაუკავშირდა.

- გია, გავიგეთ, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ერთ-ერთი მოცეკვავე იქნებით.

- პროექტის ავტორებთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, გადავწყვიტე, მონაწილეობა მივიღო, მეტი ჯერ არაფერი ვიცი. ცოტა დაბნეული კი ვარ, მაგრამ მე ხომ მოცეკვავე არ ვარ? სანერვიულოც არაფერია.

- პროექტში მონაწილეობაზე დიდხანს რატომ იფიქრეთ? პროექტი არ მოგწონთ?

- არა, როგორ არ მომწონს და არც მასში მონაწილეობა არ არის პრობლემა. ერთადერთი, რაც მაფერხებდა, ის იყო, რომ მაგ პერიოდისთვის გასტროლები მქონდა დაგეგმილი: აგვისტოში საქართველოს ზღვისპირეთში, მერე ისრაელში და მოგვიანებით - ბელგიაში. მაგრამ ნოე სულაბერიძემ და პროდიუსერებმა მითხრეს, რომ ყველანაირად ხელს შეგიწყობთო... მოკლედ, ვნახოთ...

- 13 აგვისტოს კასტინგი ჩატარდება, შოუს უკრაინელი ქორეოგრაფები იმ მოცეკვავეებს შეარჩევენ, ვინც ვარსკვლავებს პარტნიორობას გაუწევენ.

- კი და მაგ ამბავს მეც მოუთმენლად ველოდები, ვნახოთ, ვინ იქნება ჩემი პარტნიორი. თან, მესამე სეზონის შოუ ხომ ცირკში უნდა ჩატარდეს, რაც ვფიქრობ, საინტერესო სიახლე იქნება.

- შოუში მონაწილეობა ჩემთვი პრობლემა არ არისო, - ამბობთ. მაგრამ 40 წელს გადაცილებული ადამიაისთვის ვითომ ადვილია ასეთ შრომატევად პროექტში მონაწილეობა?

- რა ასაკი მე მაქვს, 30 წლის ადამიანივით გამოვიყურები, კარგით, რა... დიდი სიამოვნებით ჩავერთვები პროექტში. მაყურებლის მხარდაჭერისა და ჩემი მსმენელის იმედი მაქვს.

- თქვენს სიმღერებზე ხომ არ იცეკვებთ?

- არა, რასაც შემომთავაზებენ, ალბათ იმ მუსიკალურ კომპოზიციაზე უნდა ვიცეკვო, მაგრამ თუ მომინდება, ჩემს სიმღერზეც ვიცეკვებ, არც ეს იქნება პრობლემა... მთავარია შოუ შედგეს და შედგება, ყველას ასე უგრძნობს გული.

- ე.ი. ცირკის დასაპყრობად ემზადებით?

- რატომ ცირკის? მე, პროექტის წამყვანი მოცეკვავე ქვეყნის დაპყრობას ვაპირებ! მოკლედ, იქნება ლამაზი შოუ, სიურპრიზები და კარგი განწყობა. თუმცა ვინ იცის, იქნებ პირველივე შოუდან გამომიშვან...

- თქვენ შემთხვევაში ვფიქრობ, ასე არ მოხდება.

- ვნახოთ. მე ყველაფერს გავაკეთებ.…

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

დაწვრილებითი ინფორამციის მისაღებად, გადადით ბმულზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება