ტრუსები სმარტფონისთვის

ტრუსები სმარტფონისთვის

სმარტფონებისთვის უამრავი დამცავი შალითა გამოიგონეს, მაგრამ იაპონელები ამაზე შეჩერებას არ აპირებენ. მათ სმარტფონებისთვის სპეციალური ტრუსები შექმნეს.

სმარტფონებისთვის განკუთვნილ ტრუსებს pantsu ჰქვია. ის დაზიანებისგან ტელეფონის ქვედა ნაწილს იცავს.

სმარტფონის ეს პიკანტური აქსესუარი დახლზე გამოჩენიდან რამდენიმე წუთში იყიდება. მობილურის ტრუსების მწარმოებელმა გადაწყვიტა ბაზრისთვის დიდი არჩევანი შეეთავაზებინა - მსურველებს სმარტფონის ფერადი, ყვავილებიანი და მულტიპლიკაციური გმირებით გაფორმებული ტრუსების ყიდვა შეუძლიათ.

აქსესუარის ფასი 2 დოლარია. ის ხელს არ უშლის სმარტფონის დატენვას, რადგან დრეკადია და მისი გაწევა დამტენის მოსათავებლად დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს.

"თუ არ გსურთ, რომ თქვენი ტელეფონი საზოგადოების წინაშე გაშიშველდეს, იყიდეთ pantsu. თქვენ ხომ გიყვართ თქვენი ტელეფონი და არ დაუშვებთ, რომ მან ღირსება დაკარგოს. ჩვენ გვაქვს ტრუსების ყველა ფერი და ზომა!" - იუწყება სმარტფონების ტრუსების სარეკლამო რგოლი, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს