როგორ გადაწვა რუსეთმა ბორჯომის ხეობაში ტყის დიდი მასივი

როგორ გადაწვა რუსეთმა ბორჯომის ხეობაში ტყის დიდი მასივი

ვისაც ბორჯომის რაიონში, ბაკურიანისკენ მიმავალ გზაზე, დაბა წაღვერის სიახლოვეს გაუვლია, ალბათ ყველას შეუნიშნავს გადამწვარი ტყის უზარმაზარი მასივი, რომელიც იმ ულამაზეს ბუნებას საოცარად აუფერულებს. ამასთან, მის შემხედვარეს, გული გეკუმშება და მაშინვე გახსენდება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საშინელი ომი, როდესაც რუსებმა გორსა და მისი სოფლების დაბომბვა არ იკმარეს და ბორჯომის ხეობასაც შეესივნენ. იქაურობას საუკუნოვანი ზარალი მიადგა: უმოწყალოდ გადაწვეს ტყის უზარმაზარი მასივი, რომლის აღდგენა ამ საუკუნეში მართლაც შეუძლებელია!

დავით ტაბატაძე, ადგილობრივი მკვიდრი:

- 2008 წლის აგვისტოში პანსიონატში ვმუშაობდი, სადაც გორის რაიონიდან 150 ადამიანი (დევნილი) გვყავდა შეფარებული. ოჯახშიც დაახლოებით, 30 ადამიანი მყავდა გორიდან - ჩემი და მეუღლის ნათესავებიც. ცხელი წერტილიდან გამოხიზნული ადამიანებისთვის პანსიონატში ვცდილობდით, დახმარება აღმოგვეჩინა, მათ გამოკვებაში ახალციხელებიც გვეხმარებოდნენ, პროდუქტებით გვამარაგებდნენ...

ღამღამობით ჩვენს თავზე რუსული ვერტმფრენები დაფრინავდნენ...

ერთ საღამოსაც, ჩემმა მეუღლემ შენიშნა, ვერტმფრენიდან თუ როგორ ჩამოაგდეს ტყეში რაღაც, რომელიც შემდგომ აფეთქდა. წარმოქმნილი ცეცხლი თანდათან გაძლიერდა და მთელ მასივს მოედო. მოკლედ, ასე რამდენჯერმე გადაგვიფრინა ვერტმფრენმა და ჩვენგან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ხანძარი გაძლიერდა... ამ ბოროტებას რუსები უმეტესად ღამე სჩადიოდნენ და ასე გაგვინადგურეს ტყე!

იმ პერიოდში მობილიზებული იყო ბორჯომის რაიონის სახანძრო სამსახური, რომლიც წაღვერში იდგა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. ან რა უნდა ექნათ, ტყეში ფერდობებზე სახანძრო მანქანები როგორ ავიდოდნენ? იქ ხომ გზა არ არის? ამიტომ ცეცხლის ჩაქრობას საჰაერო საშუალებებით ცდილობდნენ. იმ პერიოდში სხვა ქვეყნებს ჩვენთვის დახმარება რომ არ აღმოეჩინა, რუსეთმა ყველა საჰაერო გზა ჩაკეტა, რომ უკრაინას, ბელორუსს ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენები არ შემოეყვანათ.

მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ საქმეში, როგორც ამბობენ, ჩვენებიც (ქვეყნის მოღალატეები) მონაწილეობდბენ. თურმე მეტყევეებს ტყეში დასახმარებლად მიყვებოდნენ და გზადაგზა, ფარულად ცეცხლს აჩენდნენ... ერთხელ მეტყვეებს სამი კაცი ჩამორჩა, რომელთაც შემდეგ სპეციალური მოწყობილობები აღმოუჩინეს, რითიც ცეცხლს აჩენდნენ, რაშიც რუსებისგან საზღაურს იღებდნენ...

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია