მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა ჯონსი მიატოვა

მაიკლ დუგლასმა კეტრინ ზეტა ჯონსი მიატოვა

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა ჯონსი შორდებიან. ამერიკული ტაბლოიდი Star-ი წერს, რომ 68 წლის მაიკლმა 43 წლის კეტრინთან 13 წლიანი ქორწინების დასრულება გადაწყვიტა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული - 300 მილიონიანი განქორწინება იქნება.

ორი ვარსკვლავის ოჯახური ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა: 2010 წელს მაიკლს ხორხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამ ამბავმა იმდენად იმოქმედა კეტრინზე, რომ ვარსკვლავს ნერვული აშლილობა განუვითარდა, ის სარეაბილიტაციო კლინიკაში რამდენჯერმე იწვა. მიუხედავად ამისა, ბოლომდე განკურნება კეტრინმა ვერ მოახერხა (მისი მეუღლისგან განსხვავებით, რომელმაც კიბო დაძლია). დღემდე ზეტა-ჯონსს ხშირად ეცვლება ხასიათი და მძიმე დეპრესიაშიც ვარდება. კეტრინი თავის ავადმყოფობაში გარკვეულ წილად მეუღლეს ადანაშაულებს:

"როდესაც მაიკლს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს კალაპოტიდან ამომაგდებდა. რამდენი ადამიანი იტანჯება...ის ფაქტი, რომ შენ არ ხარ პირველი და უკანასკნელი, საერთოდ არ გშველის და არ გამშვიდებს. შოკი, შოკად რჩება, ხოლო ტკივილი - ტკივილად. ბოლომდე ვერ იჯერებ, ნუთუ შეიძლებოდა ეს ჩვენ დაგვმართნოდა? არასდროს მქონია მსგავსი სევდიანი გამოცდილება, ამიტომ ძალიან განვიცადე. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როგორ გავმკლავებოდი ემოციურად საკუთარ თავს და უბედურებას. რა თქმა უნდა, ამ სიტუაციამ ჩემი ძველი პრობლემის გამწვავებამდე მიმიყვანა", - აღნიშნავს კეტრინ ზეტა ჯონსი.

როდესაც კეტრინი ბიპოლარული აშლილობით საავადმყოფოში მკურნალობდა, პრესაში დუგლასის ფოტოები გავრცელდა, სადაც ის წვეულებებზე ერთობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში წყვილი ერთად მხოლოდ ბავშვების გამო იყო. ახლა კი მაიკლმა გადაწყვიტა, ყველაფერს წერტილი დაუსვას.

წყაროს ცნობით, კერტინი შვილებთან ერთად უკვე გადავიდა ბედფორდში საცხოვრებლად, მაიკლი კი მათ სახლში, მანჰეტენზე დარჩა. გადაწყვეტილების შესახებ განცხადების გაკეთებას წყვილი სექტემბერში "ემის" დაჯილდოებაზე აპირებს.

მომზადებულია Star-ის მიხედვით.

ჟან კლოდ ვანდამის ვაჟმა ცოლად აზერბაიჯანელი გოგონა მოიყვანა - აზერბაიჯანულ-ჰოლივუდური ქორწილის დეტალები

"...იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინში იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა" - რას ამბობენ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატებაზე დედა და ბებია?

"შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... - ჩემთვის თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი" - რას იხსენებს ქეთი წიკლაური მამაზე?