თეა წულუკიანი - ისტორიის ვერდიქტი სააკაშვილის შესახებ იქნება - ბევრი ლაპარაკი, არაადეკვატურობა და შიში

თეა წულუკიანი - ისტორიის ვერდიქტი სააკაშვილის შესახებ იქნება - ბევრი ლაპარაკი, არაადეკვატურობა და შიში

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ვარაუდით, საქართველოს ისტორიის ვერდიქტი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ დაახლოებით სამი სიტყვის გარშემო იქნება - ბევრი ლაპარაკი, არაადეკვატურობა და შიში. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

თეა წულუკიანი ეთანხმება პრეზიდნტის განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც სააკაშვილი აცხადებს, რომ მის საქმინობას საქართველოს ისტორია შეაფასებს.

"თუმცა ვფიქრობ, რომ ისტორიის ვერდიქიტი მის შესახებ იქნება დაახლოებით სამი სიტყვის გარშემო: ბევრი ლაპარაკი, არაადეკვატურობა და შიში", - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რა გავაკეთეთ 2008 წელს, ეს წულუკიანების, კბილაშვილების და ნაცვლიშვილების განსასჯელი არ არის. ამის შესახებ გუშინ პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებს საქართველოს ისტორია და მომავალი თაობები განსჯის.

"ქართული სახელმწიფო პირველად საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. თბილისი მართლა ხდებოდა ამიერკავკასიის ცენტრი, ბათუმი ხდებოდა შავი ზღვის მთავარი სიამაყე და ლაზიკა გახდებოდა და გახდება შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი. ჩვენ ამას ყველაფერს ვაკეთებდით. რა გავაკეთეთ 2008 წელს, ეს ვიღაც კბილაშვილების, ნაცვლიშვილების და წულუკიანების განსასჯელი არ არის. მე განმსჯის საქრთველოს ისტორია და იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით განსჯის მომავალი მრავალი თაობა ქართველების. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის ვერდიქტი იქნება სამართლიანი", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა