რა­ტომ ვერ ჩა­ა­ბა­რეს პე­და­გო­გე­ბმა ტეს­ტე­ბი

რა­ტომ ვერ ჩა­ა­ბა­რეს პე­და­გო­გე­ბმა ტეს­ტე­ბი

მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი მარ­თლაც სა­გან­გა­შო­ა: ფი­ზი­კა­ში პე­და­გოგ­თა 96 პრო­ცენ­ტი ჩა­იჭ­რა, ქი­მი­ა­ში - 91 პრო­ცენ­ტი, უკე­თე­სი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არც ჰუ­მა­ნი­ტა­რულ საგ­ნებ­შია - სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა - 74%, ის­ტო­რია - 57,2%. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბი ძალ­ზე რთუ­ლი იყო, სა­შუ­ა­ლო სკო­ლის პროგ­რა­მის ფარ­გლებს სცილ­დე­ბო­და... ამ ტეს­ტე­ბის შე­ფა­სე­ბა პრო­ფე­სორს, ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტის ყო­ფილ დე­კანს, ჯე­მალ მე­ბო­ნი­ა­სა და ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს გი­ორ­გი ოთხ­მე­ზურს ვთხო­ვეთ.

ჯე­მალ მე­ბო­ნი­ა: სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის ტეს­ტი ფი­ზი­კა­ში, რომ­ლის და­ვა­ლე­ბე­ბი პე­და­გო­გებს უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ, რთუ­ლი არ არის, არც ერ­თი კითხ­ვა არ გას­ცი­ლე­ბია სა­შუ­ა­ლო სკო­ლის პროგ­რა­მის ფარ­გლებს, არა­ვი­თა­რი უმაღ­ლე­სი ფი­ზი­კის ელე­მენ­ტე­ბი არ არის. ეს ტეს­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის რომ მი­ე­ცათ, ვიტყ­ო­დი, ცო­ტა­თი რთუ­ლი­ა-­მეთ­ქი, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელს ამ და­ვა­ლე­ბებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ნამ­დვი­ლად უნ­და შე­ეძ­ლოს. ვფიქ­რობ, სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს უნ­და შე­ეძ­ლოს აჩ­ქა­რე­ბი­სა თუ გა­და­ად­გი­ლე­ბის გეგ­მი­ლის გან­საზღ­ვრა ან დრო­ი­სა და მან­ძი­ლის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ამო­ცა­ნის ამოხ­სნა. სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ ჩვენს სფე­რო­ში ასე­თი წყვე­ტა მოხ­და. დღეს ფი­ზი­კო­სო­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლი აღარ არის, ახალ­გაზ­რდე­ბი ბან­კი­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ, არა­და, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტის 40-მდე კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი მუ­შა­ობს მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ან პრო­ექ­ტზე შვე­ი­ცა­რი­ა­ში, დიდ ად­რო­ნულ ამაჩ­ქა­რე­ბელ­ზე, მსოფ­ლი­ოს არ­ც ერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი აღარ დარ­ჩა, სა­დაც ქარ­თვე­ლი ფი­ზი­კო­სე­ბი არ მუ­შა­ო­ბენ, ასე ხდე­ბა "ტვი­ნე­ბის გა­დი­ნე­ბა", აქ კი უცო­დი­ნა­რი თა­ო­ბე­ბი გვრჩე­ბა... ამ გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბიც ამის ანა­რეკ­ლი­ა.

- რით ახ­სნით, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით ცუ­დი შე­დე­გე­ბი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში­ა - ­ფი­ზი­კა, ქი­მი­ა, ბი­ო­ლო­გი­ა.

- სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ყვე­ლა­ზე ცუდ, ასე ვთქვათ, გე­რის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სწო­რედ ტექ­ნი­კუ­რი, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი­ა. ფი­ზი­კას, ქი­მი­ას, ყვე­ლა­ზე ცო­ტა სას­წავ­ლო სა­ა­თე­ბი ეთ­მო­ბა, რა­ტომ უნ­და ეთ­მო­ბო­დეს ფი­ზი­კას გე­ოგ­რა­ფი­ა­ზე ნაკ­ლე­ბი სას­წავ­ლო სა­ა­თე­ბი? ამას ემა­ტე­ბა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის უვარ­გი­სო­ბა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ფი­ზი­კის არ­ც ერ­თი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო არ არის კარ­გი. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ ხდე­ბა. თუ ასე გაგ­რძელ­და, ხუთ წე­ლი­წად­ში სკო­ლა­ში ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ გვე­ყო­ლე­ბა.

გი­ორ­გი ოთხ­მე­ზუ­რი: ტეს­ტში არა­ერ­თი არ­ჩე­ვით­კითხ­ვი­ა­ნი პა­სუ­ხი­ა, 4 სა­ვა­რა­უ­დო ვა­რი­ან­ტი­დან ის­ტო­რი­ის პე­და­გოგ­მა ერთ სწორ პა­სუხს ნამ­დვი­ლად უნ­და მი­აგ­ნოს. ოთხი სა­კითხი კი ის­ტო­რი­უ­ლი თა­რი­ღე­ბის, მოვ­ლე­ნე­ბის ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად და­ლა­გე­ბას ეხე­ბა, მას­წავ­ლე­ბელ­მა სკო­ლის პროგ­რა­მა ხომ უნ­და იცო­დეს? რაც შე­ე­ხე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტის ტექ­სტის გა­აზ­რე­ბას, კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ტექ­სტშია მო­ცე­მუ­ლი. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კითხ­ვაა შე­და­რე­ბით რთუ­ლი. არის სა­კითხ­ე­ბი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ი­დან; ის­ტო­რი­ის პე­და­გოგ­მა უნ­და იცო­დეს, პტო­ლე­მა­ი­ო­სე­ბის ეგ­ვიპ­ტე­ში ბერ­ძნუ­ლად იმი­ტომ წერ­დნენ, რომ მა­კე­დო­ნე­ლის ლაშ­ქრო­ბე­ბის შემ­დეგ მი­სი ელი­ნი­ზა­ცია მოხ­და, ხო­ლო სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­დან, თუ რა­ტომ გა­და­ვი­და და­ვით კუ­რა­პა­ლა­ტი აჯან­ყე­ბუ­ლი ბარ­და ფო­კას მხა­რე­ზე. ამ არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გე­ბის ერ­თ-ერ­თი მი­ზე­ზი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოე­ბიც არის. მე-9 კლა­სის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში იმ­ხე­ლა პროგ­რა­მაა ჩაყ­რი­ლი უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან დღემ­დე, მას­წავ­ლე­ბელს არ ვი­ცი და, მოს­წავ­ლეს კი შეს­ძულ­დე­ბა ის­ტო­რი­ა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია