ჯეკ ნიკოლსონი სილვიო ბერლუსკონის როლის მთავარი პრეტენდენტია

ჯეკ ნიკოლსონი სილვიო ბერლუსკონის როლის მთავარი პრეტენდენტია

ჰოლივუდში იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის შესახებ ფილმს გადაიღებენ. ფილმში მთავარი როლის პრეტენდენტების სიას ჯეკ ნიკოლსონი ლიდერობს. სიაში არიან ასევე დასტინ ჰოფმანი, რობერტ დე ნირო და ჰარვი კეიტელი.

პოტენციურ კანდიდატებს შორის ალ პაჩინო, ტომ ჰენქსი, ენტონი ჰოპკინსი, შონ კონერი და არნოლდ შვარცენეგერიც კი სახელდებიან.

ფილმის პროექტის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერია ცნობილი. უცნობია სცენარი და მისი შესაძლო ავტორების ვინაობაც.

იტალიაში ბერლუსკონის შესახებ უკვე ხუთი ფილმია გადაღებული.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება