რა სწყინთ ადამიანებს ყველაზე მეტად

რა სწყინთ ადამიანებს ყველაზე მეტად

გარეგნობაზე დაცინვა ადამიანს იმაზე მეტად სწყინთ, ვიდრე მისი მისამართით გინება ან რასისტული და რელიგიური შეურაცხყოფა. ამ დასკვნამდე ბრიტანელი მეცნიერები მივიდნენ.

ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ბოლო დროს დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლები უცენზურო გამონათქვამების მიმათ უფრო "სქელკანიანები" გახდნენ, ვიდრე წინა თაობა. ამავე დროს ბევრი განაწყენდება, თუ მათ მსუქანს ან ზედმეტად მაღალს დაუძახებენ.

საინტერესოა, რომ ადამიანებს გულთან ახლოს მიაქვთ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვების მისამართით გამოთქმული კრიტიკაც. რესპოდენტების 43%-ს სწყინს თუ მათ ნაცნობებს აკრიტიკებენ, 39% კი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუ მათ პირადად გააკრიტიკებენ. შედარებისთვის, სხვა ადამიანების მისამართით რელიგიაზე ხუმრობა გამოკითხულთა 35% არ მოსწონს, მათი რელიგიური აღმსარებლობის კრიტიკა კი 21%-ს ანაწყენებს.

კანის ფერთან დაკავშირებული კრიტიკა ბრიტანელების მხოლოდ 23% აღელვებს. ხოლო ტელეგადაცემების გმირების პირით მოსმენილი გინება რესპოდენტების ოთხ მეხუთედს საერთოდ არ ანაღვლებს.

მხცოვანი ადამიანები პოლიციის მისამართით შეურაცხყოფასა და ფილმებსა თუ ჟურნალებში სიშიშვლის დემონსტრაცაზე უფრო მგრძნობიარენი არიან. ახალგაზრდობას კი უფრო მეტად გარეგნობის კრიტიკა სწყინს: საკუთარ ფიზიკურ მონაცემებზე ხუმრობას მძიმედ იტანს 19-29 წლის ადამანების 42%, ასაკოვანი ადამიანების კი - 35%.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს