რატომ აღარ ურთიერთობს ჭორვილელი ფოტოხელოვანი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან

რატომ აღარ ურთიერთობს ჭორვილელი ფოტოხელოვანი ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან

მართალია, ფოტოხელოვანი თორნიკე ივანიშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთი სოფელ ჭორვილაში გაატარა. მამა წარმოშობით იქიდან ჰყავს და მას რომ მოუსმინოთ, მარტივად მიხვდებით, როგორი შეყვარებულია საკუთარ სოფელზე. 24 წლის ხელოვანი პროფესიით დიპლომატია, მაგრამ ფოტოების გადაღებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიტაცა. თორნიკე მღერის, საკუთარი ბენდიც ჰყავს და მის შემოქმედებით არქივს ლექსები და მოთხრობებიც ამდიდრებს.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ხშირად ვისვენებდი ჩემს მშობლიურ სოფელ ჭორვილაში. იქ ჩემი გვარის წარმომადგენლები ყველანი ერთმანეთს ვენათესავებით, ამიტომ ივანიშვილის გაგონებისას ყველაზე ხშირად მესმის კითხვა: ”იმის ვინ ხარ?”, ცხადია, პრემიერს ვგულისხმობ (იღიმება). ჩემი პასუხია - ოჯახის ახლობელი. ამ ოჯახს კარგად ვიცნობ. თუმცა ხაზგასმით ვიტყვი, რომ მათთან პოლიტიკური და მატერიალური კავშირი არ მაქვს. ჭორვილა ბევრ ევროპულ სოფელს არ ჩამოუვარდება, პატარა პრობლემები არის, მაგრამ არა გაჭირვება. ჩემს პიროვნულად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის ჭორვილას. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ეს სოფელი გამორჩეული იყო.

- ფოტოგრაფიით როდის დაინტერესდი?

- ბავშვობიდან ბევრი რაღაც მინდოდა, ნატურით შემოქმედი ადამიანი ვარ. ამის მიუხედავად, დიპლომატიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველი ფოტოაპარატი მამამ მაჩუქა, ოღონდ ამას მთლად ფოტოაპარატს ვერ დავარქმევ. ეს იყო ორმეგაპიქსელიანი, 2005 წლისთვის ძალიან კარგი მობილური ტელეფონი. შემდეგ მქონდა სამოყვარულო ფოტოაპარატი, მალე ისევ ვიყიდე ფოტოაპარატი, მაგრამ ლინზა გამიფუჭდა. არ მიმართლებდა... წლების განმავლობაში სხვებისგან ვთხოულობდი ფოტოაპარატს და ისე ვიღებდი სურათებს. ასე გაგრძელდა 2012 წლამდე. ერთ-ერთ პაბში ბენდთან ერთად მუშაობა დავიწყე და შემოსავალი გამიჩნდა. რამდენიმე მუსიკალურ პროექტშიც მიმიღია მონაწილეობა. ბევრ რამეზე ვარ მოდებული. ახლა მინდა, რომ სარეჟისოროზე ჩავაბარო.

- ფოტოაპარატი საკუთარი ხელფასით შეიძინე?

- დიახ, გავრისკე და უკანასკნელად უკვე ბანკიდან ავიღე სესხი, რასაც ხელფასით დღემდე ვფარავ. როდესაც პროფესიონალური ფოტოაპარატი შევიძინე, პირველ გადაღებაზე გოგონა წავიყვანე და საინტერესო ფოტოსესია ჩავატარეთ. სახლში აღფრთოვანებული დავბრუნდი, ყველა პირობა მქონდა იმისთვის, რომ რაღაც გრანდიოზული გამეკეთებინა. კომპიუტერში რომ გადავიტანე, მომეწონა, კარგი ხარისხის ფოტოები იყო, მაგრამ რასაც ველოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდებოდა, ასე არ იყო. თითქმის ვერ დავინახე სხვაობა გარდა ხარისხისა, მაშინ დავრწმუნდი ერთ რამეში, რომ არავითარი ტექნიკა, მხოლოდ ტვინი იღებს.

- ცნობილი ადამიანებიდან ბევრი მოხვედრილა შენს ფოტოობიექტივში...

- მაგ მხრივ გამიმართლა, ბედნიერი ადამიანი ვარ. უარს თითქმის არავინ მეუბნება. ვისაც მინდოდა, ვუღებდი. კახი კავსაძეს, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობდი, მაგრამ მაინც მამას ვთხოვე შუამავლობა, მომერიდა. კახი კავსაძე და ჯემალ ღაღანიძე უდიდესი პროფესიონალები არიან, მაგრამ მერჩივნა, სცენის ნაცვლად სახლში გადამეღო, მაინტერესებდა, როგორები არიან შინ. კარგად მახსენდება ანი იმედაშვილის გადაღება, გვანცა ჯაფარიძის, რომელსაც ”საქართველოს ვარსკვლავმა” დიდი პოპულარობა მოუტანა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია