EBRD ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს

EBRD ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს

EBRD ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს. "ფორბსის" ქართული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი ამბობს, რომ ქართულ საბანკო სექტორს მიზნის მიღწევაში EBRD-იც დაეხმარა. EBRD-ს პრეზიდენტის განმარტებით, იმაში, რომ ქართული საბანკო სისტემა გამართულად ფუნქციონირებს, სებ-საც დიდი წვლილი მიუძღვის, რადგანაც ის ფოკუსირებულია მაკროეკონომიკურ ფარგლებში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე.

"ძალიან ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ იბრძვიან საბანკო სექტორის სტაბილურობისთვის და მისი შენარჩუნებისთვის. ქართული რეალობა ამ მხრივ კი ერთ-ერთი საუკეთესოა. რაც ჩემი ამ ვიზიტის დროს მინახავს, ერთ ძალიან მარტივ სტატისტიკას მოგიყვანთ: ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი საქართველოში 9,5 %-ია, მაშინ როდესაც სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 20 %-ს შეადგენს, რაც ამ ბანკებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. საქართველო ნამდვილად უკეთეს პოზიციაშია და ამიტომ მიიღეთ ჩემი დიდი კომპლიმენტი. თუმცა ადგილობრივი საბანკო სექტორის სტაბილურობაში მონაწილეობა EBRD-საც აქვს მიღებული - ამ პროცესში ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართული. დავამატებდი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ფოკუსირებულია მაკროეკონომიკურ ფარგლებში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ის ამ მხრივ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს", - აცხადებს EBRD-ის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს 17 ივლისს სტუმრობდა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრისას ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს გაეცნო.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობა EBRD-თან არ არის ახალი. ჩვენ ძალიან ხანგრძლივი და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. გარდა ამისა, დღეს აქტუალური თემა და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ლარიზაცია. ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში, დაახლოებით ორ-სამ თვეში EBRD გამოუშვებს პირველ ლარით დენომინირებულ კორპორატიულ ობლიგაციას ადგილობრივ ბაზარზე. ეს იქნება საქართველოში პირველი ფასიანი ქაღალდი გამოშვებული ეროვნული ვალუტით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამის შემდგომ იგივე ტენდენცია გაგრძელდება არა მარტო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, არამედ ქართული ბანკებისა და მძლავრი კომპანიების მხრიდან, რაც საბოლო ჯამში ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრების განვითარებას.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ