ჯენიფერ ლოურენსი: "არ ვაპირებ თავსდამტყდარ პოპულარობას მივეჩვიო"

ჯენიფერ ლოურენსი: "არ ვაპირებ თავსდამტყდარ პოპულარობას მივეჩვიო"

მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა ჟურნალ Vogue-ის სექტემბრის ნომერი დაამშვენა, ხოლო ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში მოყვა, რომ ბავშვობაში უბედური იყო, რადგან გამუდმებით შფოთავდა. საქმე ფსიქოთერაპევტამდეც მივიდა, შემდეგ კი მშობლებმა შენიშნეს, რომ ჯენიფერი თამაშისას მშვიდდებოდა. ასე განისაზღვრა მისი სამსახიობო ბედი.

"ბავშვობიდან ვიცოდი, რა მინდოდა. ნორმალური სურვილები მქონდა: გავმხდარიყავი დედა, ექიმი და კენტუკიში მეცხოვრა. მაგრამ ამასთან ყოველთვის ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ ცნობილი გავხდებოდი.

ამასთან, ჯენიფერმა დასძინა, რომ არ აპირებს თავსდამტყდარ პოპულარობას მიეჩვიოს. "პოპულარობას ნორმალურად და უბრალოდ ვუდგები. უბრალო გოგონა ვარ და ჯერ ვერ მივეჩვიე იმას, რომ ახლა ასეთია ჩემი ცხოვრება და არც ვაპირებ მივეჩვიო", - ამბობს მსახიობი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Vogue-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება