მილა იოვოვიჩი შექსპირის პიესის ეკრანიზაციაში ითამაშებს

მილა იოვოვიჩი შექსპირის პიესის ეკრანიზაციაში ითამაშებს

მილა იოვოვიჩი შექსპირის პიესის Cymbeline-ის ეკრანიზაციაში დედოფლის როლს შეასრულებს.

ციმბელინი ბრიტანეთის ლეგენდარული მეფეა. შექსპირმა პიესა 1609-1610 წლებში დაწერა. სიუჟეტის ცენტრში მეფის ქალიშვილია, რომელიც ფარულად მიყვება ღარიბ შეყვარებულს. დედოფალი კი, რომელსაც სურს გერი საკუთარ ბიჭს მიათხოვოს, შეყვარებულ წყვილს აშორებს.

თუმცა, ”დედოფალ” მილას შუასაუკუნეების სამოსის ჩაცმა არ მოუწევს, რადგან პიესის ეკრანიზაციაში მოქმედება 21-ე საუკუნის ამერიკაში ვითარდება. ფილმში ერთმანეთს ნარკომოვაჭრე ბაიკერები და კორუმპირებული პოლიციელები უპირისპირდებიან.

ფილმის რეჟისორი მაიკლ ალმერეიდა იქნება. მას უკვე ეკუთვნის შექპირის "ჰამლეტის” ადაპტაცია დიდი ეკრანებისთვის. ფილმის გადაღებები ნიუ-იორკში, აგვისტოდან დაიწყება.

მომზადებულია cosmo.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება