გურამ ბაბლიშვილი: ''ჩემს მშობლებს სურდათ, ქართველი ცოლი მყოლოდა''

გურამ ბაბლიშვილი: ''ჩემს მშობლებს სურდათ, ქართველი ცოლი მყოლოდა''

მსახიობი გურამ ბაბლიშვილი ქართველებმა მას მერე გავიცანით, რაც ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური რუსი ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვას საქმრო გახდა და ამ ქალბატონმა მისგან შვილიც გააჩინა. წყვილს ჯერ არ უქორწინია, რადგან ანფისა არ ჩქარობს ურთიერთობის გაოფიციალურებას, თუმცა გურამმა აღიარა, რომ ხელი სთხოვა ანფისას და იმაშიც გამოტყდა, რომ მის ქართველ მშობლებს ქართველი რძალი უნდოდათ.

- რით მოხიბლეთ მშვენიერი ანფისა?

- ერთად ვთამაშობდით სპექტაკლში, დავდიოდით გასტროლებზე, თანდათან დავახლოვდით. აგურ-აგურ ვაშენებდით ამ ურთიერთობას და სახლიც ავაგეთ ამასობაში.

- ანფისამ კი თქვა, რომ გემრიელად მომზადებული წვნიანით მოგხიბლათ. გაჭამათ და მორჩა...

- კი, ეს იყო შჩი. პირველად შევუარე ყავაზე და ისეთი მშიერი ვიყავი, ანფისამ უცებ შემომთავაზა: ''გინდა შჩი?'' ისე მომეწონა, თან გადავირიე - ასეთი ლამაზი, ვარსკვლავი, და თან მომზადებაც იცის? არადა, დედაჩემი ისე კარგად ამზადებს, ჩემი გაოცება რთულია. მაგრამ ანფისას შჩი მართლა გემრიელი იყო. დამიპყრო კი იმით, რომ გულღია, უბრალო, კეთილი ადამიანია, ძალიან ერთგული. ბევრი გვაქვს საერთო, გვიყვარს სტუმრიანობა. მახსოვს, საქართველოში წავედით მანქანით, ანფისას ისე მოეწონა ყველაფერი - ჰაერი, ცხელი ლავაშები. ბებიაჩემ თამარასთან ჩავედით, შეიკრიბნენ ჩვენი ნათესავები, ემოციურები, კონტაქტურები. ანფისაც ისეთი გახსნილია, ყველას მოეწონა. ჩემმა მშობლებმა კარგად მიიღეს. არადა, ჩემს მშობლებს უნდოდათ, ქართველი ცოლი მომეყვანა, მაგრამ ისე მოიხიბლნენ ანფისათი, მაგაზე აღარ უსაყვედურიათ. მერე ჩვენი შვილი სოლომონი დაიბადა, რომელზეც მთელი ჩემი სანათესავო გიჟდება. დედა ამბობს, რომ სოლომონი ჩემს ბავშვობას ახსენებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება