ეგვიპტეში დაღუპულთა რიცხვი 638-მდე გაიზარდა

ეგვიპტეში დაღუპულთა რიცხვი 638-მდე გაიზარდა

ეგვიპტეში სამართალდამცავებსა და პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტ მოჰამედ მურსის მხარდამჭერებს შორის ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 638-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, "მუსლიმთა საძმო" ქაიროში დღეს მურსის მხარდამჭერი აქციების განახლებას გეგმავს და ეგვიპტელებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ეგვიპტეში მომხდარ სისხლისღვრას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ბარაქ ობამამ ეგვიპტის დროებითი მთავრობის ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ "სახიფათო გზა აირჩია" და რომ აშშ-სა და ეგვიპტეს შორის თანამშრომლობა ნორმალურ რეჟიმში არ გაგრძელდება, ვიდრე იქ ქუჩებში ხალხს ხოცავენ. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე აშშ ეგვიპტესთან საერთო სამხედრო წვრთნებს წყვეტს. თუმცა, ბარაქ ობამამ თავი შეიკავა ეგვიპტისთვის 3,1 მილიარდი დოლარის დახმარების შეწყვეტაზე, რომელსაც აშშ ყოველწლიურად გამოყოფს ქვეყნისთვის.

შექმნილი ვითარების გამო ეგვიპტის დროებითმა მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, რამდენიმე პროვინციაში კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა