"წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა შეგ­რძნე­ბაა - ბომ­ბთან დგა­ხარ და ვე­ღა­რა­ფერს ას­წრებ"

"წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა შეგ­რძნე­ბაა - ბომ­ბთან დგა­ხარ და ვე­ღა­რა­ფერს ას­წრებ"

რის­კი­სა და თავ­და­დე­ბის გა­რე­შე სამ­ხედ­რო საქ­მე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა, თუმ­ცა გამ­ნაღ­მვე­ლო­ბა ჯა­რის­კა­ცის ხი­ფა­თი­ან ცხოვ­რე­ბა­შიც კი ყვე­ლა­ზე არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი, ექ­სტრე­მა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა­ა, რა­ზეც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ინ­ჟინ­რო ბა­ტა­ლი­ონ "ე­ოდ­"-ის ასე­უ­ლის ინ­სტრუქ­ტორ­თა ჯგუ­ფის სერ­ჟან­ტი ვახ­ტანგ ­ში­უ­კაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- დღემ­დე ვმუ­შა­ობთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დგო­მი ნარ­ჩე­ნე­ბის­გან გა­სუფ­თა­ვე­ბა­ზე, რო­გო­რიც არის სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვე­ბი, სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბე­ბი, კა­სე­ტუ­რი, ქვე­ით­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნაღ­მე­ბი. აზერ­ბა­ი­ჯან­ში გა­ვი­ა­რეთ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გა­ნაღ­მვის კურ­სი, ჩა­მო­ყა­ლიბ­და "ე­ოდ­"-ის (ა­უ­ფეთ­ქე­ბე­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა) ასე­უ­ლი. გამ­ნაღ­მვე­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია უცხო ენე­ბის ცოდ­ნა, ხომ უნ­და იცო­დეს, რას­თან აქვს საქ­მე? სამ­ხედ­რო ამუ­ნი­ცი­ა­ზე, ნაღ­მზე, სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბებ­ზე აბ­რე­ვი­ა­ტუ­რა ხში­რად ინ­გლი­სურ, რუ­სულ ენებ­ზე­ა. სწავ­ლე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმი­ტა­ცი­უ­რი ნაღ­მე­ბი, რო­მე­ლიც შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის დროს ხმას გა­მოს­ცემს ან კვამლს უშ­ვებს.

- თუ გა­იხ­სე­ნებთ გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას, რო­ცა აშ­კა­რა საფ­რთხე, ად­რე­ნა­ლი­ნის მო­მა­ტე­ბა იგ­რძე­ნით?

- პირ­ვე­ლი ასე­თი შემ­თხვე­ვა სო­ფელ ნი­ქოზ­ში იყო, აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ ერ­თ-ერ­თი მო­სახ­ლის ბაღ­ში ვი­პო­ვეთ რამ­დე­ნი­მე კა­სე­ტუ­რი ნაღ­მი და მის ასა­ფეთ­ქებ­ლად მო­ვემ­ზა­დეთ. ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი პე­რი­მეტრს იცა­ვენ, ვინ­მე რომ არ შე­მო­ვი­დეს და უცებ ვხე­დავთ, რომ მწყემ­სი მო­დის. მას ნაღ­მის ნამ­სხვრე­ვი აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ზი­ა­ნებ­და. ძალ­ზე მცი­რე დრო იყო და ძლივს მო­ვას­წა­რით მი­სი გაყ­ვა­ნა უსაფ­რთხო ად­გი­ლას, თან, ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი ხომ იცით, ზო­გი გაფ­რთხი­ლე­ბას არაფ­რად აგ­დებს... მე­ო­რე ექ­სტრე­მა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა სა­ა­ვი­ა­ციო ბომ­ბის აფეთ­ქე­ბი­სას მქონ­და. ის სა­ა­თის მე­ქა­ნიზ­მზე იყო და­ყე­ნე­ბუ­ლი. სა­ათ­მა მუ­შა­ო­ბა და­იწყ­ო, ეს სპე­ცი­ა­ლურ­მა მოწყ­ო­ბი­ლო­ბამ ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლით გვამ­ცნო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა შეგ­რძნე­ბაა, რო­ცა ბომ­ბთან 20 სან­ტი­მეტ­რში დგა­ხარ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვე­ღა­რა­ფერს ას­წრებ...

- უშუ­ა­ლოდ ველ­ზე გას­ვლამ­დე გამ­ნაღ­მვე­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა თუ ხდე­ბა?

- რა თქმა უნ­და, მას მდგრა­დი ფსი­ქი­კა უნ­და ჰქონ­დეს. გა­ნაღ­მვის ჯგუ­ფის უფ­რო­სი გე­კითხ­ე­ბა, რა­ი­მე პი­რა­დი ან ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მა ხომ არა გაქვს, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე­ზე მთლი­ა­ნად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბი, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი შე­კითხ­ვა­ა. ასე­ვე ექი­მი გი­ზო­მავს წნე­ვას, მან უნ­და იცო­დეს გამ­ნაღ­მვე­ლის სის­ხლის ჯგუ­ფი და წნე­ვა, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გიშ­ვე­ბენ ველ­ზე.

- მუ­შა­ო­ბი­სას ნაღ­მის ფორ­მას და შე­ფე­რი­ლო­ბას თუ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა?

- შე­ფე­რი­ლო­ბას დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, სამ­წუ­ხა­როდ, სამ­ხედ­რო ტექ­ნო­ლო­გია იხ­ვე­წე­ბა და მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა ნაღ­მის ფერს ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს ისე უხა­მებს, მი­სი და­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. თუმ­ცა არ­სე­ბობს მა­ხე-­ნაღ­მე­ბიც, რომ­ლი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბით მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას, ბავ­შვებს იზი­და­ვენ, ისი­ნი ფე­რა­დი და ბრჭყვი­ა­ლა­ა, გიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, ხელ­ში აი­ღო და... აქე­დან იწყ­ე­ბა ტრა­გე­დი­ა. რო­ცა ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ ბაღ­ში, ვე­ნახ­ში უცხო სა­განს ხე­დავს, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ძლევს. ამ­გვა­რი საფ­რთხის შემ­ცვე­ლია ბაფ­თი­ა­ნი კა­სე­ტუ­რი ნაღ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აგ­ვის­ტოს ომის დროს ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნეს, ლენ­ტის ფე­რი თვალ­ში სა­ცე­მი იყო...

- ბო­ლო­ ხანს გახ­შირ­და შეტყ­ო­ბი­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, მათ შო­რის, თბი­ლი­სის ცენ­ტრში სა­ეჭ­ვო საგ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის თა­ო­ბა­ზე და ხდე­ბა ისე, რომ გამ­ნაღ­მვე­ლი საქ­მი­ა­ნობს, ირ­გვლივ კი ხალ­ხი ახ­ვე­ვი­ა...

- რო­დე­საც მე­დი­ით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ამა თუ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თუ გა­რე პე­რი­მეტ­რზე სა­ეჭ­ვო ნივ­თი­ა, იმა­ვე წუთ­ში იქ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­თა თუ სე­ი­რის მა­ყუ­რე­ბელ­თა ჯგუ­ფი გროვ­დე­ბა, რაც ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხელ­შემ­შლე­ლი­ა. ხომ შე­იძ­ლე­ბა სა­ეჭ­ვო ნივ­თი ხელ­ნა­კე­თი ნაღ­მი აღ­მოჩ­ნდეს? მო­ქა­ლა­ქე­ებს აფ­რთხი­ლე­ბენ, რომ იმ ად­გილ­თან, სა­დაც გამ­ნაღ­მვე­ლი მუ­შა­ობს, 300 მეტ­რზე მი­ახ­ლოე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ვინ უს­მენს, არა­და, გარ­შე­მომ­ყო­ფებს დარ­ტყმის ტალ­ღაც და­ა­ზი­ა­ნებს და მე­ო­რა­დი ფრაგ­მენ­ტა­ცი­აც - შუ­შის, ბე­ტო­ნის კედ­ლის და ა.შ. სა­ხით... ამ­გვა­რი სა­მუ­შა­ოს ჩა­ტა­რე­ბი­სას იხ­შო­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი, რა­დი­ო­ტალ­ღე­ბი, სა­ში­შია ტე­ლე­ვი­ზი­ის მო­ბი­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რის მა­ღა­ლი სიხ­ში­რის ტალ­ღე­ბიც, ამას შე­იძ­ლე­ბა ნაღ­მის ამოქ­მე­დე­ბა მოჰ­ყვეს, მაგ­რამ გაფ­რთხი­ლე­ბას არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან და ხან­და­ხან გამ­ნაღ­მველს "თა­ნა­შემ­წედ" ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი მიჰ­ყვე­ბა...

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფ­რი­კა­ში გამ­ნაღ­მვე­ლე­ბად ვირ­თხებ­საც იყე­ნე­ბენ. ქარ­თულ ჯარ­ში თუ არი­ან გამ­ნაღ­მვე­ლი ცხო­ვე­ლე­ბი?

- ქარ­თულ ჯარ­ში სა­უ­კე­თე­სო ჯი­შის ძაღ­ლე­ბი ჰყავთ შერ­ჩე­უ­ლი "გამ­ნაღ­მვე­ლე­ბად", რო­გორც ხალ­ხში უწო­დე­ბენ, უფ­რო სწო­რედ, ისი­ნი ნაღ­მის აღ­მომ­ჩე­ნე­ბი არი­ან. გაწ­ვრთნი­ლი ძაღ­ლი ნაღმს იპო­ვის, ჯდე­ბა ან ჩერ­დე­ბა მის სი­ახ­ლო­ვეს და ყეფს, შემ­დეგ კი გამ­ნაღ­მვე­ლი იწყ­ებს მოქ­მე­დე­ბას.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე