ეგვიპტეში შეტაკებები განახლდა

ეგვიპტეში შეტაკებები განახლდა

ეგვიპტეში, უსაფრთხოების ძალებსა და მოჰამედ მურსის მხარდამჭერთა შორის შეტაკებები განახლდა. ამის შესახებ "ალ ჯაზირა" იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობრივ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ დამიეტაში, სადაც რვა ადამიანია დაღუპული, ქაიროს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ისმაილიაში კი, ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანია გარდაცვლილი.

"ალ ჯაზირას" ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა ეგვიპტის რამდენიმე სხვა ქალაქში.

სამართალდამცავებმა ქაიროში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მხარდამჭერების ბანაკის დაშლა ორი დღის წინ დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, მურსის მხარდამჭერთა დარბევის შედეგად დაღუპულია 638 ადამიანი, მათ შორის ოთხი ჟურნალისტი და 43 პოლიციელი, 2 ათასზე მეტი კი დაშავდა.

მომზადებულია aljazeera.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა