ირაკლი ოქრუაშვილმა მერაბ სამადაშვილს ნიცაში სცემა?

ირაკლი ოქრუაშვილმა მერაბ სამადაშვილს ნიცაში სცემა?

ირაკლი ოქრუაშვილმა ნაძალადევის ყოფილ მაჟორიტარ მერაბ სამადაშვილს ნიცაში სცემა, წერს "გურია ნიუსი". როგორც ჩხუბის თვითმხილველი ამბობს, სამადაშვილმა შვებულება ნიცაში გაატარა და საქართველოში მოემგზავრებოდა, როდესაც აეროპორტში შემთხვევით გადააწყდა ოქრუაშვილს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მას პოლიტიკური წარსული და ნაციონალური მოძრაობის დაფინანსება გაუხსენა და რამდენჯერმე დაარტყა.

ბიზნესმენის ძმა ომარ სამადაშვილი მომხდარს არ ადასტურებს. "დაჩის ზღაპრები ვრცელდება მოკლედ რაა. მერაბის ვერც ოქრუაშვილი სცემს და ვერც პეტრიაშვილი. თანაც ჩხუბი მორევაზეა. ან რატომ უნდა ეცემა, რა საქმე ჰქონდა ჩემს ძმასთან ოქრუაშვილს? მერაბი რომ სცემოს, მისი მორევა უნდა შეეძლოს და მეორეც, მასთან არანაირი შეხება არ გვაქვს", - განუცხადა ომარ სამადაშვილმა "გურია ნიუსს".

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მერაბ სამადაშვილი ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა