დუისში, ადგილობრივ ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა

დუისში, ადგილობრივ ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ადგილობრივ ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ გვიან ღამით მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, ჩხუბი სოფელ დუისში დაიწყო და შემდეგ სოფელ მატანში გაგრძელდა. მათივე თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ძმაც მონაწილეობდა.

სიტუაცია ადგილზე სპეცრაზმის მისვლის შემდეგ განიმუხტა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდების შესარიგებლად, ზურაბ ზვიადაურსა და დუისის უხუცესებს შორის დილიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამის პარალელურად, შს სამინისტროს დუისის პოლიციის განყოფილებაში ინციდენტის მონაწილე ქისტი ახალგაზრდების დაკითხვა მიმდინარეობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 239-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

პანკისის ხეობაში მომხდარ ჩხუბში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათგან სერიოზული დაზიანება არც ერთს მიუღია.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა